დღეს, 16 ოქტომბერს, პარიზში მიმდინარე გრანდ სლემის ტურნირზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული მეხუთე ადგილის შემდეგ მისი ეს წარმატება არავის გაუკვირდება, მაგრამ მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია და სტაბილური სპორტსმენია.
ეთერ ლიპარტელიანმა წელს უკვე მესამედ მოიპოვა საპრიზო ადგილი გრანდ სლემის ტურნირებზე: მანამდე მან ჯერ 18 თებერვალს, თელ-ავივის გრანდ სლემის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიგო, ხოლო შემდეგ, 26 მარტს თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალიც მიამატა.