Category Archives: მართლმადიდებლობა

სოფ. წანაშში ახალი ტაძარი შენდება

ქვემო სვანეთის სოფ. წანაშის მოსახლეობის ძალისხმევით მიმდინარეობს ტაძრის მშენებლობა სასაფლაოს ტერიტორიაზე, ხის ნაეკლესიარის გვერდით, ადრე არსებული მცირე ზომის ეკლესიის ადგილას. შემოწირულობის გაღების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ შემდეგი ანგარიშის ნომერზე: GE34LB0711170690530000 მიმღები – ელდარ ლიპარტელიანი. Continue reading სოფ. წანაშში ახალი ტაძარი შენდება

ლენტეხის მეორე საჯარო სკოლას ახალი და საკუთარი შენობა ექნება

დაბა ლენტეხის #2 საჯარო სკოლისთვის გადასაცემი ახალი სასწავლო კორპუსის პროექტირებაზე მუშაობა მიმდინარეობს. განათლების სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით სკოლას ახალი სასწავლო კორპუსი პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გადაეცემა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31.05.2023 წლის განკარგულების საფუძველზე Continue reading ლენტეხის მეორე საჯარო სკოლას ახალი და საკუთარი შენობა ექნება

ლატფარობა წელს 7 აგვისტოს აღინიშნება

7 აგვისტოს, სვანეთში, ლატფარის უღელტეხილზე აღმართული წმ. ლუკა მახარებლის სახელობის ტაძრის დღესასწაული და სახალხო ზეიმი ლატფარობა აღინიშნება. ამ დღესასწაულის აღნიშვნა ყოველწლიურად მარიამობის მარხვის წინა შაბათს ხდება. ზეიმი ტაძრის მშენებლობის დასრულებიდან, 2018 წლიდან ტარდება.

Continue reading ლატფარობა წელს 7 აგვისტოს აღინიშნება

ლატფარობა წელს 8 აგვისტოს აღინიშნება

8 აგვისტოს, სვანეთში, ლატფარის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე, იქვე აღმართული, წმინდა ლუკა მოციქულის სახელობის ტაძრის დღესასწაული
აღინიშნება. ეს დღესასწაული მესამე წელია რაც ტარდება. ის უკვე სახალხო ზეიმად გადაიქცა და ხალხმა მას “ლატფარობა” უწოდა.
ლატფარი ერთერთია იმ უღელტეხილებს შორის, რომლებიც ქვემო და ზემო სვანეთს აკავშირებენ.

Continue reading ლატფარობა წელს 8 აგვისტოს აღინიშნება

გოჩა ლიპარტელიანი დიაკვნად ეკურთხა

20 აპრილს, ლაზარეს შაბათს, ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვისას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიაკვნად აკურთხა გოჩა გრიგოლის ძე ლიპარტელიანი. იგი ამჟამად ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში მსახურობს დიაკონის ხარისხში. მამა გოჩა (ლიპარტელიანი) ცაგერის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტია. იგი ლენტეხის რაიონის სოფ. ლასკადურაში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე ჯენარო ონიანი  და ხუთი ვაჟი.
Continue reading გოჩა ლიპარტელიანი დიაკვნად ეკურთხა

ნათია ლიპარტელიანის დასახმარებლად ლენტეხში საქველმოქმედო კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

18 დეკემბერს, 15:30 სთ-ზე, დაბა ლენტეხის კულტურის სახლში. ცაგერისა და  ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით, მე-2 საჯარო სკოლის (წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის) ორგანიზებით, ჯ. მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება შემოწირული წიგნების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ხოლო 16:00 საათზე – კონცერტი, რომელზეც მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ლენტეხის მგალობელთა გუნდი, მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი და ხოფურის საჯარო სკოლის მოსწავლეები. 
Continue reading ნათია ლიპარტელიანის დასახმარებლად ლენტეხში საქველმოქმედო კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

დეკანოზმა იაკობმა მრევლს ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისში მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა

12 მაისს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში  დეკანოზმა იაკობმა (კვირიკაშვილი) წირვა აღავლინა, ქადაგებისას კი მრევლის წევრებს მოუწოდა  გამონახონ დრო და საშუალება, რათა 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც  ქ.  თბილისში გაიმართება. მსვლელობა წირვით დაიწყება, რომელიც ქაშვეთის ეკლესიაში აღესრულება, შემდეგ კი იქნება მსვლელობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე. აღნიშნული თარიღი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაადგინა ოჯახის სიწმინდის დაცვის საქმეში ქართველი ერის გასაერთიანებლად.
Continue reading დეკანოზმა იაკობმა მრევლს ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისში მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა

ლენტეხში ნათლისღების დღესასწაულზე ნათლობა ღია ცის ქვეშ ჩატარდა

19 იანვარს, დაბა ლენტეხის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა ცაგერის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტერის იღუმენმა ილარიონმა (სახელაშვილმა).
Continue reading ლენტეხში ნათლისღების დღესასწაულზე ნათლობა ღია ცის ქვეშ ჩატარდა

ლენტეხის ყოფილი გამგებელი დიაკვნად ეკურთხა

31 დეკემბერს ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიაკვნად აკურთხა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი 2014-17 წლებში ამირან (ჟორდან) ჯამბურიძე.
Continue reading ლენტეხის ყოფილი გამგებელი დიაკვნად ეკურთხა

ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა

30 დეკემბერს ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში (დირექტორი ციცინო მუსელიანი) დიდი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ზეიმში სკოლის ყველა კლასმა მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მეტად სახალისო სკეტჩი საახალწლო თემაზე, ცეკვები, ლექსები და სიმღერები. Continue reading ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს 60 წელი შეუსრულდა

22 ნოემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს (ქიტიაშვილს) შეუსრულდა 60-წელი, რომელიც საზეიმო წირვით აღინიშნა მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში. ამ საიუბილეო თარიღთან ერთად აღინიშნა მეუფე ილარიონის მღვდელმთავრად კურთხევიდან თხუთმეტი წლისთავი. ამ დღესთან დაკავშირებით, მეუფე ილარიონის საპატივცემლოდ სვანეთში ჩამობრძანდნენ: ადიშელი მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე), ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი).
Continue reading მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს 60 წელი შეუსრულდა

მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი

ლატალის თემში, სოფ. მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი მეათე-მეთერთმეტე საუკუნეშია აშენებული. აქიდან წარმოსდგება სოფლის სახელი “მაცხვარიში”
თლილი ქვით აშენებული ტაძარი მიგვითითებს, რომ სვანეთი ქართული კულტურის, სულიერების და სახელმწიფოებრიობის განვითარების ერთ-ერთი უძველესი კერაა.
Continue reading მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი