19 იანვარს, დაბა ლენტეხის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა ცაგერის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტერის იღუმენმა ილარიონმა (სახელაშვილმა).
წირვის შემდეგ კი ტაძრის ეზოში ჯერ დიდი აიაზმის საიდუმლო, ხოლო შემდეგ ნათლობისა და განბანვის რიტუალი შესრულდა იქ არსებულ განსაბან აუზში. ტრადიციულად ამ დღესასწაულზე მრევლის დიდი რაოდენობა იყო, განსაკუთრებით აღსანიშნავია განბანვის მსურველ ბავშვთა სიმრავლე, რომელნიც არც უამინდობას და სიცივეს (+1 C) შეუშინებია და ღვთიური მადლის მოპოვებით გახარებულნი ტოვებდნენ ტაძრის ეზოს.
ამ დღეს მოინათლენ:
8 თვის საბა ლევანის ძე ლიპარტელიანი, ნათლიები – გიორგი გაზდელიანი, გვანცა ჯინჭარაძე, სულო ბრეგაძე, აჩიკო ჩაფიჩაძე და გუგა წაქაძე;
ნუგზარ ევგენის ძე ლიპარტელიანი, ნათლია – მაიზერ (მათე) ლიპარტელიანი;
მარიამ ჯოკიას ასული ლიპარტელიანი , ნათლია – ქეთევან ფირცხელანი.
ფოტოზე: მამა ილარიონს განსაბანად ჩაჰყავს აწ მონათლული მარიამ ლიპარტელიანი
ფოტოზე: საბა ლიპარტელიანის განბანვა
ფოტოზე: მამა ილარიონს ( სახელაშვილი) განსაბანად ჩაჰყავს აწ მონათლული ნუგზარ ლიპარტელიანი
ფოტოზე მარჯვნიდან: აწ მონათლული ნუგზარ ლიპარტელიანი და მისი ნათლია მაიზერ(მათე) ლიპარტელიანი
გვანცა ქურასბედიანი, დაბა ლენტეხი.