გუშინ, 21 მარტს, ეთერ ლიპარტელიანმა შარშანდელი წარმატება გაიმეორა და თბილისის გრანდ-სლემი ძიუდოში მეორედ მოიგო 57კგ-მდე წონით კატეგორიაში.
ამ გამარჯვებით მან დაამტკიცა, რომ შესანიშნავ სპორტულ ფორმაშია, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ეთერიმ დაძაბულ ფინალში წლევანდელი პარიზის გრანდ-სლემის გამარჯვებულ მართა ფავაზის ( FAWAZ Martha ) ჯერ ანგარიში გაუთანაბრა, შემდეგ კი საბოლოოდ აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა.
თბილისის გრანდ-სლემზე წარმატებულად იასპარეზა ეთერის მეუღლემ თემურ ნოზაძემ, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.
თბილისის გრანდ-სლემი 2025, რომელშიც საქართველოს გარდა 51 სახელმწიფოს ძიუდოისტები მონაწილეობდნენ, 21 მარტს დაიწყო და 23 მარტს დასრულდება.