Monthly Archives: July 2016
“სოციალისტური საქართველო”- “რუსული სამხედრო ბაზები უნდა დაბრუნდეს საქართველოში”

2016 წლის 29 ივლისს ლენტეხის კულტურის სახლში სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” სვანეთის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. “დედა-სამშობლო გვიხმობს” – რუსულ და ქართულ ენებზე გამოქვეყნებული ეს წარწერა ყრილობის ძირითად ფონს ქმნიდა. შეხვედრის მიზანიც რუსეთთან დაახლოების აუცილებლობაზე საუბარი იყო.
კვირიკობა სვანეთში
კოხინჯრობა – საეკლესიო თუ საერო დღესასწაული ?
სვანეთში უძველესი დროიდან აღინიშნებოდა კოხინჯრობა, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი დღესაც ზეიმობს. წინაპრების გადმოცემით, კოხინჯრობის რიტუალის ჩატარებით მოსახლეობა ძლიერ სეტყვას, ე.წ. კოხს გადაურჩება და მისი შრომაც დაფასდება – მოსავალი არ განადგურდება. ადგილობრივი მკვიდრების ნაწილი თვლის, რომ წინაპრების მიერ დანატოვარი ამ რიტუალის შესრულებით, დღესაც შესაძლებელია მოსავლის გადარჩენა სტიქიური უბედურებისგან. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს არის ცრურწმენა და ლოცვა ამინდის მოსაყვანად მხოლოდ ეკლესიაშია მიღებული. “svanetiinfo.ge” საეკლესიო პირების აზრითაც დაინტერესდა.
ლენტეხში ქალთა შორის ფრენბურთში შეჯიბრი ჩატარდა

26 ივლისს, ადგილობრივ ქალთა ინიციატივით ქალთა შორის ფრენბურთში ლენტეხის პირველობაზე შეჯიბრი ჩატარდა. ღონისძიება ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის, ქალბატონ დონარა მუსელიანის თაოსნობით მოეწყო. შეჯიბრში მონაწილეობას ოთხი გუნდი იღებდა. პირველობისთვის ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები –“ლენტეხი”, “ლექსურა”, “ლენტეხის საშუალო სკოლა” და “ჩოლური”.
“ვურჩევ ყველას, იაროს მთაში…” – ახალგაზრდა ალპინისტი მიშა ლიპარტელიანი
დღეს საღამოს ცაგერში “მწვანე ფესტივალი” იწყება
იგეგმება თუ არა გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა ქვემო სვანეთში?
სოფელ ბაბილში მეწყერი ჩამოწვა – ჩოლურისკენ და ლაშხეთისკენ მიმავავალი გზა ჩაკეტილია
ჩიხარეშის ბიბლიოთეკა ახალი წიგნების მოლოდინშია

წიგნი იყო, არის და მომავალშიც იქნება განვითარების და განათლების ერთ-ერთი მთავარი საშუალება, მაგრამ წიგნი მკითხველისთვის რომ იყოს ხელმისაწვდომი, აუცილებელია წიგნსაცავი ანუ ბიბლიოთეკა. სოფელ ჩიხარეშში ათეულობით წლებს ითვლის ბიბლიოთეკა, რომელსაც შეუძლია მკითხველს მიაწოდოს ყველა ჟანრის წიგნი, მაგრამ ამჟამად მას პრობლემებიც ბლომად აქვს.