26 ივლისს, ადგილობრივ ქალთა ინიციატივით ქალთა შორის ფრენბურთში ლენტეხის პირველობაზე შეჯიბრი ჩატარდა. ღონისძიება ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის, ქალბატონ დონარა მუსელიანის თაოსნობით მოეწყო. შეჯიბრში მონაწილეობას ოთხი გუნდი იღებდა. პირველობისთვის ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები –“ლენტეხი”, “ლექსურა”, “ლენტეხის საშუალო სკოლა” და “ჩოლური”.
განაწილდა პირველ-მეორე ადგილები. პირველი ადგილი დაიკავა “ლენტეხმა”, მეორეზე გავიდა – “ლექსურა”. შეჯიბრი ლენტეხის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლის ელდარ ქურასბედიანის მსაჯობით ჩატარდა. ღონისძიების დამფინანსებელი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გახლდათ.
შეჯიბრის ინიციატორმა, ქალბატონმა დონარამ “svanetiinfo.ge”-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მას სურვილი აქვს მომავალში უფრო დიდი მასშტაბის შეჯიბრი მოეწყოს და რაც შეიძლება მეტმა გუნდმა მიიღოს მონაწილეობა. მისი აზრით, ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ ქალბატონებს, განსაკუთრებით კი უფროსი ასაკის ადამიანებს, გაიხალისონ ცხოვრება, თუნდაც ერთი დღით. “გვინდა დავაწესოთ გარდამავალი თასი, გთხოვთ ყველას, დაგვიდგეთ გვერდში და გავაკეთოთ ისე, როგორც ლენტეხს შეშვენის….”:
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი.