Category Archives: ქართული ჭიდაობა

ლენტეხში გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა

10 მაისს დაბა ლენტეხში გაიმართა გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. გერასიმე ქურასბედიანი იყო სპორტის დამსახურებული მუშაკი, სპორტის ოსტატი და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. მისი გარდაცვალების შემდეგ უკვე მესამედ, მისივე დაბადების დღეზე იმართება ტურნირი ქვემო სვანეთში.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის  სასპორტო სკოლების გაერთიანებაში შემავალი სასპორტო სკოლების და ჭიდაობის სექციების მოსწავლეები.
Continue reading ლენტეხში გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა

ავთო მუკბანიანი ქართულ ჭიდაობაშიც ჩემპიონი გახდა

(ფოტოზე: მარჯვნიდან პირველი) 25-26 მარტს, ქალაქ ახალციხეში საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს პირადი პირველობა ქართულ ჭიდაობაში 2000-2002 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის, სადაც ახალგაზრდა ფალავნებმა ქვემო სვანეთიდან წარმატებით იასპარეზეს:
Continue reading ავთო მუკბანიანი ქართულ ჭიდაობაშიც ჩემპიონი გახდა

10 მაისს ლენტეხი რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლებს

ფოტო საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციის საიტიდან
ფოტო საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციის საიტიდან

10 მაისს 10:00 სთ-ზე დაბა ლენტეხში კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტულ დარბაზში დაიწყება გერასიმე ქურასბედიანის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. Continue reading 10 მაისს ლენტეხი რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლებს