10 მაისს დაბა ლენტეხში გაიმართა გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. გერასიმე ქურასბედიანი იყო სპორტის დამსახურებული მუშაკი, სპორტის ოსტატი და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. მისი გარდაცვალების შემდეგ უკვე მესამედ, მისივე დაბადების დღეზე იმართება ტურნირი ქვემო სვანეთში.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში შემავალი სასპორტო სკოლების და ჭიდაობის სექციების მოსწავლეები.
სხვადასხვა წონით კატეგორიებში პირველი ადგილი დაიკავეს შემდეგმა მოჭიდავეებმა:
გაზდელიანი ფრიდონი (ლენტეხი);
ჩანქსელიანი გიორგი (ლენტეხი);
გალობერი ზურაბი (ლენტეხი);
ქურასბედიანი ალექსი (ლენტეხი);
გაზდელიანი გიორგი (ლენტეხი);
გაზდელიანი ბუბა (ლენტეხი);
ლიპარტელიანი რატი (ლენტეხი);
ლიპარტელიანი გიორგი (ლენტეხი);
ბენდელიანი ლუკა (ჩოლური);
აფაქიძე ნოდარი (ხელედი);
გაზდელიანი ვარლამი (ხელედი);
ინანეიშვილი თემური (ხელედი);
ჩანქსელიანი გიორგი (ხელედი);
გუნდური გამარჯვება და თასი მოიპოვა ლენტეხის სასპორტო სკოლამ.
გერასიმე ქურასბედიანის სახელობის თასი მძიმე წონაში გამარჯვებულისთვის, რომელიც გერასიმე ქურასბედიანის ოჯახმა უკვე მეორე წელია რაც დააწესა, გადაეცა ლენტეხის სასპორტო სკოლის მოჭიდავეს გიორგი ლიპარტელიანს.
ტექნიკური მოჭიდავის თასი, წილად ხვდა ნოდარ აფაქიძეს (ხელედი), რომელიც მას ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამირან ჯამბურიძემ გადასცა.
წელს ტურნირის ორგანიზება და დაფინანსება მთლიანად ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა. (ა). ი.პ. სასპორტო სკოლების გაერთიანებამ (დირექტორი ზაქრო ხვისტანი) მოახდინა. წელს ჩატარებული ტურნირი გასულ წელთან შედარებით მცირე მასშტაბიანი იყო, რადგან მასში არ მონაწილეობდნენ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების სპორტსმენები.
გვანცა ქურასბედიანი.