12-მაისს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში ჩატარებულ შეჯიბრებაში სახელწოდებით “დიდი ბეისბოლი ძევრში” ლატალის საჯარო სკოლის ბეისბოლის გუნდმა გაიმარჯვა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ: თბილისიდან თემქის ბეისბოლის სკოლა, ვაზისუბნის ბეისბოლის სკოლა, მესტიის რაიონიდან სოფ. ლატალის საჯარო სკოლის ბეისბოლის გუნდი “MAK-LATALI” და თერჯოლიდან ძევრის საჯარო სკოლის ბეისბოლის გუნდი “MAK-GEORGIA”.
ლატალისა და ძევრის სკოლების მხარდამჭერი გახლავთ “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის”, რომელმაც აღნიშნულ სკოლებში სხვა მრავალ პროექტთან ერთად, ბეისბოლის განვითარებასაც ჩაუყარა საფუძველი.
ლატალის საჯარო სკოლის დირექტორმა ციოყ წერედიანმა ჩვენთან საუბარში დიდ მადლიერება გამოხატა ორგანიზაციის “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის ” მიმართ მხარდაჭერისათვის და ასევე ძევრის საჯარო სკოლის დირექტორის მანუჩარ ფანჩულიძის მიმართ თბილი მასპინძლობისათვის.
მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.