13-მაისს ქ. ქუთაისში გაიმართა სასკოლო ოლიმპიადის ნახევარფინალური შეხვედრები ფრენბურთში. სოფ. ნაკრის სკოლის გოგონათა და სოფ. ჭუბერის სკოლის ვაჟთა გუნდებმა დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილები დაიკავეს.
გოგონათა შორის ნახევარფინალში მონაწილეობდა ექვსი სკოლის გუნდი და გაიმარჯვა ქუთაისის N2 საჯარო სკოლის გუნდმა. ჭუბერის სკოლის ვაჟთა გუნდს სამ გუნდთან მოუწია შეხვედრა და ფინალურ ეტაპზე წყალტუბოს სკოლის გუნდი გადავიდა.
ნაკრის გუნდის გოგონებმა ჩვენთან საუბარში გამოხატეს სინანული დამარცხების გამო, ჩვენ კი ვფიქრობთ რომ დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილი უკვე წარმატებაა.
მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.