Category Archives: ფრენბურთი

გაგას თასი ისევ ჩიხარეშის გუნდმა მოიგო

24 ოქტომბერს, სოფ. ხოფურის საჯარო სკოლის სტადიონზე ჩატარდა ამავე სოფლის მკვიდრის გაგა ქარდავას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი ფრენბურთში და გათამაშდა გაგას სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც ოჯახმა ორი წლის წინ დააწესა.
Continue reading გაგას თასი ისევ ჩიხარეშის გუნდმა მოიგო

ნაკრის და ჭუბერის სკოლების ფრენბურთელთა გუნდებმა დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილები დაიკავეს

13-მაისს ქ. ქუთაისში გაიმართა სასკოლო ოლიმპიადის ნახევარფინალური შეხვედრები ფრენბურთში. სოფ. ნაკრის სკოლის გოგონათა და სოფ. ჭუბერის სკოლის ვაჟთა გუნდებმა დასავლეთ საქართველოში  მეორე ადგილები დაიკავეს.
გოგონათა შორის ნახევარფინალში მონაწილეობდა ექვსი სკოლის გუნდი და გაიმარჯვა ქუთაისის N2 საჯარო სკოლის გუნდმა. ჭუბერის სკოლის ვაჟთა გუნდს სამ გუნდთან მოუწია შეხვედრა და ფინალურ ეტაპზე წყალტუბოს სკოლის გუნდი გადავიდა.
Continue reading ნაკრის და ჭუბერის სკოლების ფრენბურთელთა გუნდებმა დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილები დაიკავეს

სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი ფრენბურთში ნაკრის გოგონათა გუნდმაც მოიგო

24-აპრილს ქ. ზუგდიდის სპორტის სასახლეში ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ტურნირი ფრენბურთში გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობა მიიღო მესტიის რაიონის მასშტაბით გამარჯვებულმა გოგონათა გუნდმა სოფ. ნაკრის საჯარო სკოლიდან. მათ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს რეგიონულ ტურნირშიც.
Continue reading სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი ფრენბურთში ნაკრის გოგონათა გუნდმაც მოიგო

ჭუბერის საჯარო სკოლის გუნდმა ფრენბურთში სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი მოიგო

22 აპრილს ქ.ზუგდიდში გამართულ სასკოლო ოლიმპიადის რეგიონულ შეჯიბრში ფრენბურთში პირველი ადგილი დაიკავა სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა.
Continue reading ჭუბერის საჯარო სკოლის გუნდმა ფრენბურთში სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი მოიგო

ზემო სვანეთში სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ნაკრის და ჭუბერის გუნდებმა იმარჯვეს

(ფოტოზე: ნაკრის სკოლის გუნდი)
27-მარტს მესტიის რაიონში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა. სხვადასხვა სკოლის გუნდები ერთმანეთს ფრენბურთში შეხვდნენ.  ისევე როგორც შარშან, მესტიის რაიონის ჩემპიონი გახდა სოფ. ნაკრის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი, ხოლო ვაჟთა გუნდებს შორის ანალოგიურ გამარჯვებას მიაღწია სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლის გუნდმა.
Continue reading ზემო სვანეთში სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ნაკრის და ჭუბერის გუნდებმა იმარჯვეს

ლენტეხში ქალთა შორის ფრენბურთში შეჯიბრი ჩატარდა

26 ივლისს, ადგილობრივ ქალთა ინიციატივით ქალთა შორის ფრენბურთში ლენტეხის პირველობაზე შეჯიბრი ჩატარდა.  ღონისძიება ლენტეხის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის,  ქალბატონ დონარა მუსელიანის თაოსნობით მოეწყო. შეჯიბრში მონაწილეობას ოთხი გუნდი იღებდა. პირველობისთვის ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები  –“ლენტეხი”,  “ლექსურა”, “ლენტეხის საშუალო სკოლა” და “ჩოლური”.
Continue reading ლენტეხში ქალთა შორის ფრენბურთში შეჯიბრი ჩატარდა