ჭუბერის საჯარო სკოლის გუნდმა ფრენბურთში სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი მოიგო

22 აპრილს ქ.ზუგდიდში გამართულ სასკოლო ოლიმპიადის რეგიონულ შეჯიბრში ფრენბურთში პირველი ადგილი დაიკავა სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა.

გუნდის წევრები არიან: ბაკურ ცინდელიანი, გიორგი ფილფანი, ლუკა ვიბლიანი, დიეგო ჩხეტიანი, გიორგი ვიბლიანი, ლუკა ჩხეტიანი, ირაკლი ვიბლიანი, გელა კაკუბავა, ლევან ჯაჭვლიანი. მათი პედაგოგი გახლავთ მირზა ცინდელიანი.

გუნდმა გადალახა სარაიონო ეტაპი, მოიგო რეგიონული და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ ქ.ქუთაისში.

მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.