22 აპრილს სოფელ ლატალში, გურამ თიკანაძის სახელობის სპორტ-სკოლაში მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეების ლაშა და ლუხუმ კვანჭიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, მესტიის რაიონული პირველობა ჭიდაობა ძიუდოში.
ტურნირში მონაწილეობდნენ 2001-2002-2003-2004-2005 წლებში დაბადებული სპორტსმენები.
პირველ საპრიზო ადგილებთან ერთად, ლუხუმის სახელობის თასის მფლობელები გახდნენ მესტიელი თორნიკე ფალიანი, როგორც ტურნირის საუკეთესო მოჭიდავე და ლატალელი დავით გირგვლიანი, როგორც ყველაზე ტექნიკური მოჭიდავე.
(ფოტოზე შუაში: პირველ ადგილოსანი და ლუხუმის თასის მფლობელი დავით გირგვლიანი)
პირველ ადგილებზე გავიდნენ:
ლუკა გულედანი (მძიმე წონა) – სოფ. ლენჯერი,
დათო ხერგიანი (73-კგ) – მესტია,
დავით გირგვლიანი (55-კგ) – სოფ. ლატალი,
აკო კვანჭიანი (50 კგ) – სოფ. ლატალი,
საბა კახბერიძე (42 კგ) – მესტია,
ლაშა მერლანი (38 კგ.) – სოფ. ლენჯერი,
ირაკლი ფარჯიანი (34 კგ) – სოფ. ლატალი,
საბა არღვლიანი (30 კგ) – სოფ. ცხუმარი,
გიორგი არღვლიანი (27 კგ) – სოფ. ცხუმარი,
კვირიკე გირგვლიანი (24 კგ) – სოფ. ლატალი.
(ფოტოზე შუაში: პირველ ადგილოსანი ირაკლი ფარჯიანი)
(ფოტოზე: პირველ ადგილოსანი და ლუხუმის თასის მფლობელი თორნიკე ფალიანი)
ძმები ლაშა და ლუხუმ კვანჭიანები წარმატებული სპორტსმენები, ძიუდოისტები იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ ნაადრევად დატოვეს ეს წუთისოფელი. ლაშა 14 წლისა გარდაიცვალა, ხოლო ლუხუმი 20 წლის ასაკში წელს გარდაიცვალა. ისინი გურამ თიკანაძის სახელობის სპორტ-სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ლაშამ გარდაცვალებამდე რაიონული ტურნირების მოგება მოასწრო, ხოლო ლუხუმს საერთაშორისო ტურნირი და სხვადასხვა ტურნირები აქვს მოგებული ძიუდოში, ასევე იყო საქართველოს ჩემპიონი სამბოში.
მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი