15 დეკემბერს, ქვემო სვანეთში, მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან 2 დღის მანძილზე თოვლში ჩარჩენილი გურამ ლობჟანიძე ადგილობრივი მოხალისეებისა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანაშრომლების ერთობლივი ძალისხმევით გადარჩა.
13 დეკემბერს სოფ. ლემზაგორის მკვიდრ გურამ ლობჟანიძეს და მისი თანმხლებ პირს ცუდი ხილვადობის გამო გზა აებნათ და მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან, კლდოვან და გაუვალ ადგილებში მოხვდნენ, გურამ ლობჟანიძე დაშავდა კიდეც, იმ ადგილას მობილური ტელეფონი არ იჭერდა და ისინი იძულებულნი გახდნენ ღამე ღია ცის ქვეშ გაეტარებინათ.
Continue reading სვანმა მაშველებმა მწვერვალ აილამას მისადგომებთან ჩარჩენილი მოქალაქე გადაარჩინეს
Category Archives: ალპინიზმი
ნუკრი გველებიანი ყინულზე ცოცვაში ისევ პირველია
2017 წლის 18 თებერვალს ტანას ხეობაში მდებარე ბიისის გაყინულ ჩანჩქერზე საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ყინულზე ცოცვის შეჯიბრში ნუკრი გველებიანმა პირველი, გიგა ჯანხოთელმა მეორე, ხოლო ავთო ქურასბედიანმა მესამე ადგილები დაიკავეს.
Continue reading ნუკრი გველებიანი ყინულზე ცოცვაში ისევ პირველია
მიხეილ ხერგიანის ტურნირი მეკლდეურობაში
1-4 სექტემბერს მესტიაში მეკლდეურობაში მიხეილ ხერგიანის სახელობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. სპორტსმენები ტურნირის ფარგლებში ბუნებრივი და ხელოვნური კლდეების დალაშქვრასა და ხელოვნური ბარიერების გადალახვაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
“ვურჩევ ყველას, იაროს მთაში…” – ახალგაზრდა ალპინისტი მიშა ლიპარტელიანი
30 ივნისიდან 9 ივლისამდე მესტიაში ალპინისტების შეკრება მოეწყო. მასში ლენტეხელი მიხეილ ლიპარტელიანი და გიორგი მუსელიანიც მონაწილეობდნენ, რომელთაც რეკომენდაცია ცნობილმა მთამსვლელმა და მეკლდეურმა გურამ გაზდელიანმა გაუწია.
Continue reading “ვურჩევ ყველას, იაროს მთაში…” – ახალგაზრდა ალპინისტი მიშა ლიპარტელიანი