ნუკრი გველებიანი ყინულზე ცოცვაში ისევ პირველია

2017 წლის 18 თებერვალს ტანას ხეობაში მდებარე ბიისის გაყინულ ჩანჩქერზე საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ყინულზე ცოცვის შეჯიბრში ნუკრი გველებიანმა პირველი, გიგა ჯანხოთელმა მეორე, ხოლო ავთო ქურასბედიანმა მესამე ადგილები დაიკავეს.

marcxnidan - giga janxoTeli, nukri gvelebiani, avTo qurasbediani
(ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: გიგა ჯანხოთელი, ნუკრი გველებიანი, ავთო ქურასბედიანი)

ნუკრი გველებიანი 2008-2012 წლებში ყინულზე ცოცვაში საქართველოს უცვლელი ჩემპიონი იყო. ბოლო წლებში საქართველოში ყინულზე ცოცვაში შეჯიბრი არ ჩატარებულა, წელს მოხერხდა და როგორც ვხედავთ ნუკრი გველებიანი ისევ ფორმაშია.

ეს შეჯიბრი საქართველოს ალპური კლუბის დაარსებიდან 80 წლისთავს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა სამოცდაათამდე ადამიანმა მიიღო. საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულმა ფედერაციამ მოახდინა მონაწილეთა ტრანსპორტირება თბილისიდან ტანას ხეობაში, მონაწილეთა კვება და შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფა. შეჯიბრში  მონაწილეობა უფასოდ შეეძლო ნებისმიერ მსურველს, განურჩევლად გამოცდილებისა.

ქალთა შორის გამარჯვებულები გახდნენ:
I. ნიცა თვაური – 3:33 წთ
II. სოფო გოგიბედაშვილი – 3:50 წთ
III. ნუცა ლომსაძე – 4:52 წთ
მამაკაცებს შორის გამარჯვებულების შედეგები ასე გამოიყურება:
I. ნუკრი გველებიანი – 1:09 წთ
II. გიგა ჯანხოთელი – 1:11 წთ
III. ავთო ქურასბედიანი – 1.21 წთ

IMG_7625-06-03-17-10-17
(ბიისის გაყინული ჩანჩქერი ტანას ხეობაში)
4-5 მარტს დუშეთში მდებარე გველეთის ჩანჩქერზე ისევ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი და ყინულზე ცოცვის ფესტივალი, თუმცა აქ სპორტსმენებს უნდა გაევლოთ არა მთლიანი ყინულის კედელი, არამედ ნაწილობრივ ხელოვნურ კედელზეც მოუწიათ ცოცვა.

ამ შეჯიბრში გიგა ჯანხოთელმა მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა:

გიგა ჯანხოთელი გველეთის ჩანჩქერზე
(გიგა ჯანხოთელი გველეთის გაყინულ ჩანჩქერზე)

სასიამოვნოა, რომ ორივე შეჯიბრს ჰყავდა სპონსორები, აი ისინიც:
სპორტული მაღაზია “მოგზაური”, “GeoLand”-ი, “ნიკა ვაჩეიშვილის მარანი”, “S.K.Lucky”, მთის კურორტების განვითარების კომპანია, კომპანია “გეორგაფიკი”, კორძახია-ჟღენტი – საადვოკატო ბიურო, კომპანია “ინსტა”, კომპანია DHL, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა, კომპანია “ალტიტუდა”, სპორტულ-სათავგადასავლო კლუბი “Pro Climbers”, ასოციაცია ქართული ალპური კლუბი | Georgian Alpine Club, სასტუმრო “ROOMS HOTEL”, ტურისტული კომპანია “Mountain Freaks”.

გვანცა ქურასბედიანი.