ირაკლი ბაკურაძემ თხილამურობაში საპრიზო ადგილი მოიპოვა

8-14 მარტს სამასმა მოსწავლემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საგაზაფხულო არდადაგები ბაკურიანში გაატარა. მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში გამართულ შეჯიბრში გიგანტურ სლალომში სოფ. მელეს საჯარო სკოლის მოსწავლემ ირაკლი ბაკურაძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს, სკოლებში საგაზაფხულო არდადაგები აღდგა. არდადეგები სხვადასხვა რეგიონის მცირეკონტიგენტიანი სკოლების 300-მდე მოსწავლემ ბაკურიანში გაატარა, სადაც მათ ახალი მეგობრები შეიძინეს, სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობებით დაკავდნენ და სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

ბაკურიანში ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან მელეს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ირაკლი და ბაჩუკი ბაკურაძეები იმყოფებოდნენ.

სამინისტროს განცახდებით, მსგავსი პროგრამები, რომელნიც სასკოლო არდადეგების პერიოდში განხორციელდება და რომლებშიც რაც შეიძლება ბევრი მოზარდი მიიღებს მონაწილეობას, ხელს შეუწყობს მოსწავლეების თვალსაწიერის გაფართოებას, მათ ჩართვას სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, თანატოლების გაცნობას და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროგრამა მომავალში მოსწავლეებს მოტივაციას გაუჩენს უფრო აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, დაინტერესდნენ სპორტის სახეობებით და ბანაკებში შეძენილი უნარ-ჩვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენონ, თანატოლებში სპორტს პოპულარიზაცია გაუწიონ. სწორედ მოსწავლეების გააქტიურება და ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდაა პროექტის მთავარი მიზანი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ რამდენიმე სპორტულ ღონისძიებას დაესწრო და გამარჯვებულებიც დააჯილდოვა.

17265292_1190261117739704_1821150445680723139_n
(ალექსანდრე ჯეჯელავა აჯილდოვებს გამარჯვებულებს, მარჯვნიდან პირველი ირაკლი ბაკურაძე)

marcxnidan pirveli irakli bakuraZe, shuashi aleqsandre jejelava
(სამახსოვრო ფოტო – მარცხნიდან პირველი ბავშვი: ირაკლი ბაკურაძე)

გვანცა ქურასბედიანი, სოფ. ლასკადურა.