Monthly Archives: December 2019

ფრიდონ გიგანი საქართველოს ჩემპიონია, თორნიკე გვიჭიანი – ვერცხლის პრიზიორი

დღეს, 28 დეკემბერს, თბილისის ძიუდოს აკადემიის დარბაზში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თორნიკე გვიჭიანი ვერცხლის მედალოსანი გახდა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა წიფიანმა. საქართველოს ჩემპიონატი ხვალ, 29 დეკემბერს დასრულდება.

სვანმა მაშველებმა მწვერვალ აილამას მისადგომებთან ჩარჩენილი მოქალაქე გადაარჩინეს

15 დეკემბერს, ქვემო სვანეთში, მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან 2 დღის მანძილზე თოვლში ჩარჩენილი გურამ ლობჟანიძე ადგილობრივი მოხალისეებისა  და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანაშრომლების ერთობლივი ძალისხმევით გადარჩა.
13 დეკემბერს სოფ. ლემზაგორის მკვიდრ გურამ ლობჟანიძეს და მისი თანმხლებ პირს ცუდი ხილვადობის გამო გზა აებნათ  და მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან, კლდოვან და გაუვალ ადგილებში მოხვდნენ, გურამ ლობჟანიძე დაშავდა კიდეც, იმ ადგილას მობილური ტელეფონი არ იჭერდა და ისინი იძულებულნი გახდნენ ღამე ღია ცის ქვეშ გაეტარებინათ.