მედია სახლი “სვანეთი“, რომელიც არის გაზეთი „სვანეთი“-სა და ვებ-გვერდის www.svanetiinfo.ge -ს გამომცემელი, აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას დისტანციურად მომუშავე ჟურნალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს ჟურნალისტური პროდუქციის შექმნაში, სხვადასხვა ტრენინგებსა და ვორქ-შოპებში.
სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:
– საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მომზადება.
– სტატიებისთვის იდეების გენერირება
– რედაქტორის მითითებით სტატიებზე მუშაობა
– სოც. ქსელებში მედია-ორგანიზაციის კუთვნილ გვერდებზე სტატიების განთავსება
– სოც. ქსელებში მედია-ორგანიზაციის კუთვნილ გვერდებზე მკითხველებთან ურთიერთობა
– (სურვილის შესაბამისად) სხვადასხვა ქალაქებში თუ ქვეყნებში გამრთულ ტრენინგებში, ვორქ-შოპებში, კონფერენციებში და სხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და შესაბამის თემაზე მასალების მოგროვება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– გამართულად წერის ან/და მეტყველების უნარი.
– საინტერესო დეტალების შემჩნევის უნარი.
– ძირითადი საოფისე პროგრამებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების გამოყენების უნარი.
– უპირატესობა მიენიჭებათ მაღალი მოტივაციის მქონე კანდიდატებს
– უპირატესობა მიენიჭებათ ჟურნალისტური განათლების მქონე ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს.
სამუშაო განაკვეთი: არასრული, განისაზღვრება ინდივიდუალურად (შემუშავდება სტაჟიორზე მორგებული სამუშაო გრაფიკი).
სტაჟირების ვადა: მაქსიმუმ 6 თვე.
როგორც სტაჟირების ასევე შემდგომ პერიოდში მაქსიმალურად მოხდება სტაჟიორის ხელშეწყობა ჟურნალისტიკის თუ სხვა მიმართულებით დასაქმების კუთხით.
ჩვენ ორგანიზაციაში მუშაობისას შეძენილი კომპეტენციები სტაჟიორს აუცილებლად გამოადგება მომავალში მედიის და სხვა მიმართულებებით კარიერულ წინსვლაში
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
– CV – რეზიუმე ქართულ ენაზე (გთხოვთ, CV-ს დაურთოთ ან ბმულად მიუთითოთ თქვენ მიერ მომზადებული სტატიები ან/და სხავ ნაშრომები – არსებობის შემთხვევაში);
– აპლიკანტი არ არის შეზღუდული წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია, რომელსაც რელევანტურად მიიჩნევს საკუთარი განაცხადის გაძლიერების მიზნებისთვის. დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტები გათვალისწინებულ იქნება.
აპლიკაციის გამოგზავნის წესი:
კონკურსში მონაწილეობისთვის სავალდებულოა აპლიკანტმა მოთხოვნილი დოკუმენტები: რეზიუმე და აპლიკანტის სურვილით წარმოდგენილი სხვა დამატებითი დოკუმენტაცია გამოაგზავნოს ელ-ფოსტაზე: tsotne_museliani@yahoo.com
Subject-ში უნდა მიეთითოს – “სტაჟირება – ჟურნალისტად”.