24 მაისს – ქ. ამბროლაურში, 23 მაისს – ქ. ონში, 17 მაისს – დაბა ლენტეხში, 15 მაისს – ქ. ცაგერში – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა ჰაბმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “ფონდი „აფხაზინტერკონტი”“, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდებისა და დაინტერესებული პირებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „პროექტის მართვა“ (II ნაწილი);
Continue reading რეგიონულმა ჰაბმა ლენტეხსა და რაჭა-ლეჩხუმში ტრენინგები ჩაატარა პროექტის მართვის საკითხებზე
Monthly Archives: May 2019
ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის თასის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
19 მაისს, ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართულ ევროპის თასის ტურნირზე ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 57კგ. წონით კატეგორიაში. საქართველოდან შესანიშნავად იასპარეზა მარიამ ჭანტურიამ, რომელმაც ოქროს მედალი მოიგო 70კგ-მდე წონით კატეგორიაში.
Continue reading ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის თასის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ირაკლი ქურასბედიანმა მორიგი ორთაბრძოლა მოიგო
13 აპრილს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ირაკლი იმედას ძე ქურასბედიანმა, რომელიც პროფესიონალურ კრივში ასპარეზობს, მორიგი ორთაბრძოლა მოიგო. წარმატებული სვანი მოკრივის მეტოქე ამჯერად ესპანელი აველინო ვაზკეცი იყო.
Continue reading ირაკლი ქურასბედიანმა მორიგი ორთაბრძოლა მოიგო
გოჩა ლიპარტელიანი დიაკვნად ეკურთხა
20 აპრილს, ლაზარეს შაბათს, ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვისას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიაკვნად აკურთხა გოჩა გრიგოლის ძე ლიპარტელიანი. იგი ამჟამად ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში მსახურობს დიაკონის ხარისხში. მამა გოჩა (ლიპარტელიანი) ცაგერის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტია. იგი ლენტეხის რაიონის სოფ. ლასკადურაში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე ჯენარო ონიანი და ხუთი ვაჟი.
Continue reading გოჩა ლიპარტელიანი დიაკვნად ეკურთხა
სკოლის ეზოში ელექტროგადამცემი ბოძები ერთმანეთზეა “მიყუდებული”
ქვემო სვანეთის სოფ. თეკალში მდებარე ჩოლურის საჯარო სკოლის ეზოში საოცარ სანახაობას ნახავთ: ელ. სადენების დამჭერი ძველისძველი ბოძები ერთმანეთს არიან მიყრდნობილი ურთიერთგასამაგრებლად. ენერგო-ინფრასტრუქტურის ეს “თანამედროვე” ნაგებობა 2017 წელს შექმნეს ჩვენმა ენერგეტიკოსებმა, მას შემდეგ რაც ჩოლურის თემში, მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე მუხრას შესართავთან მდებარე მაღალი ძაბვის სადენების გადამცემ ბოძს მათივე უყურადღებობის გამო ადიდებულმა მდინარე მუხრამ მიწა გამოაცალა, რის შედეგადაც ჩოლურის თემის 10-მდე სოფელს ელექტროენერგია რამდენიმე დღე არ მიეწოდებოდა.
Continue reading სკოლის ეზოში ელექტროგადამცემი ბოძები ერთმანეთზეა “მიყუდებული”