24 მაისს – ქ. ამბროლაურში, 23 მაისს – ქ. ონში, 17 მაისს – დაბა ლენტეხში, 15 მაისს – ქ. ცაგერში – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა ჰაბმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “ფონდი „აფხაზინტერკონტი”“, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდებისა და დაინტერესებული პირებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „პროექტის მართვა“ (II ნაწილი);
“ფონდმა აფხაზინტერკონტმა” ამ ტრენინგების პირველი ნაწილი ქ. ამბროლაურში 19,22,23 და 24 აპრილს ჩაატარა ამბროლაურის, ონის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის; ამ მუნიციპალიტეტების ცენტრებიდან ტრენინგების მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იყო ტრანსპორტირება.
ქ. ამბროლაურში “პროექტის მართვის” პირველ ნაწილზე ტრენერები იყვნენ “ფონდი აფხაზინტერკონტი”-ს თანამშრომლები ქრისტინე მუსერიძე და ივეტა თვალჭრელიძე, ხოლო “პროექტის მართვის” მეორე ნაწილის ტრენინგი ჩაატარა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – ფონდი “აფხაზინტერკონტის'” კოორდინატორმა თამარ ელბაქიძემ.
ქვემო სვანეთიდან ტრენინგებში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციის “საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირის” წარმომადგენლები მირანგულა მუკბანიანი, ბერდია ქურასბედიანი, გოჩა ლიპარტელიანი, დალი ლიპარტელიანი, ლენტეხის ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ინგა ონიანი და ამავე მუზეუმის თანამშრომლები ნათია ფარჯიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა.(ა).ი.პ. “კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების” თანამშრომელი მამუკა ლიპარტელიანი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის “აქტიური მოქალაქე–ანგარიშვალდებული ხელისუფლება”-ს გამგეობის თავმჯდომარე მზევინარ ლიპარტელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა.(ა).ი.პ. “ტურიზმის განვითარების ცენტრი ლაილა”-ს თანამშრომელი მიხეილ ლიპარტელიანი და სხვები.
ტრენინგები ჩატარდა პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” – ფარგლებში.
გამოყენებული სატრენინგო მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ და ეს არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.