დღეს, 3 ივნისს, 10 სთ-დან დაახლოებით 12 სთ-მდე, დაბა ლენტეხში საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. გაფიცვის მიზეზი ბოლო 3 თვის აუღებელი ხელფასი იყო.
გაფიცულები მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდნენ სამუშაოს, რაც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა მათ პირობა მისცა, რომ დღის მეორე ნახევარში მარტის თვის ხელფასი დაერიცხებოდათ, ხოლო აპრილის თვის ხელფასი – რამდენიმე დღეში.
ცოტნე მუსელიანი