ლატფარობა წელს 7 აგვისტოს აღინიშნება
7 აგვისტოს, სვანეთში, ლატფარის უღელტეხილზე აღმართული წმ. ლუკა მახარებლის სახელობის ტაძრის დღესასწაული და სახალხო ზეიმი ლატფარობა აღინიშნება. ამ დღესასწაულის აღნიშვნა ყოველწლიურად მარიამობის მარხვის წინა შაბათს ხდება. ზეიმი ტაძრის მშენებლობის დასრულებიდან, 2018 წლიდან ტარდება.