სკალდის მონასტერში “სტაროსტები” ვეღარ ბოგინობენ

ქვემო სვანეთში, სოფელ ფაყიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში, სკალდის მთაზე, ზღვის დონიდან 2210 მეტრზე მდებარეობს მთავარანგელოზების სახელობის ტაძარი. ეს ტაძარი სვანეთში და არა მარტო სვანეთში ოდითგანვე ძლევამოსილ სალოცავად ითვლება. ათწლეულების მანძილზე ამ ტაძრის გასაღები ე.წ. “სტაროსტებს” ეპყრათ ხელთ, მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა.
Continue reading სკალდის მონასტერში “სტაროსტები” ვეღარ ბოგინობენ

“ბორჯღალოსნების” მსოფლიო თასი მესტიაში აიტანეს

26-აპრილს, დაბა მესტიის N2 -საჯარო სკოლაში მოეწყო რაგბის კავშირის წარმომადგენლების შეხვედრა მოსწავლე ახალგაზრდებთან. კავშირის წევრებმა მესტიაში ამოიტანეს და ახალგაზრდებს წარუდგინეს “ბორჯღალოსნების” მიერ მოპოვებული მსოფლიო თასი.
Continue reading “ბორჯღალოსნების” მსოფლიო თასი მესტიაში აიტანეს

ლენტეხში დასავლეთ საქართველოს სარაგბო ფესტივალი გაიმართა

23 აპრილს დაბა ლენტეხში, ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის სტადიონზე საქართველოს რაგბის კავშირისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა დასავლეთ საქართველოს რაგბის ფესტივალი, რომელიც   საქართველოს მრავალგზის ჩემპიონების რაგბიში და ლელობურთში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონებისა და თასის მფლობელების, საქართველოს დამსახურებული მწრთვნელების : შალვა ქურციკიძის, ოლეგ ლიპარტელიანის, ვახტანგ შვანგირაძის, ემზარ გეგუჩაძის, ნუგზარ ძაგნიძის, ავთანდილ ჩუბინიძის ხსოვნას მიეძღვნა.
Continue reading ლენტეხში დასავლეთ საქართველოს სარაგბო ფესტივალი გაიმართა

კონკურსში “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” გუნდი “ოსანა” ფინალურ ეტაპზე გადავიდა

გუშინ, 25 აპრილს დაბა მესტიაში, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდა კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ნახევარფინალური ეტაპი, რომელშიც გაიმარჯვა გუნდმა “ოსანა” და გადავიდა ფინალურ ეტაპზე.

Continue reading კონკურსში “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” გუნდი “ოსანა” ფინალურ ეტაპზე გადავიდა

ნოდარ აფაქიძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა

22-23 აპრილს ქ. წყალტუბოს სპორტის სასახლეში გამართულ შალვა ბზიკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ტურნირზე ნოდარ აფაქიძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა (2004-2005 წ. დაბადებულ ძიუდოისტთა შორის).
Continue reading ნოდარ აფაქიძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა

ლენტეხის №2 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი მოიგო

24 აპრილს ქ. ამბროლაურში გაიმართა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი ფეხბურთში. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გამარჯვებული გახდა ლენტეხის №2 საჯარო სკოლის ვაჟ ფეხბურთელთა გუნდი. Continue reading ლენტეხის №2 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი მოიგო

სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი ფრენბურთში ნაკრის გოგონათა გუნდმაც მოიგო

24-აპრილს ქ. ზუგდიდის სპორტის სასახლეში ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ტურნირი ფრენბურთში გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობა მიიღო მესტიის რაიონის მასშტაბით გამარჯვებულმა გოგონათა გუნდმა სოფ. ნაკრის საჯარო სკოლიდან. მათ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს რეგიონულ ტურნირშიც.
Continue reading სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი ფრენბურთში ნაკრის გოგონათა გუნდმაც მოიგო

ინგლისურენოვანი საკვირაო ბანაკი – ლატალის საჯარო სკოლაში

22-23 აპრილს ლატალის საჯარო სკოლაში ორგანიზაციის “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” თაოსნობით მოეწყო საკვირაო ბანაკი. ბანაკის აქტივობებში, ლატალის საჯარო სკოლის გარდა, ასევე მონაწილეობა მიიღეს ზემო სვანეთის სხვადასხვა სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
Continue reading ინგლისურენოვანი საკვირაო ბანაკი – ლატალის საჯარო სკოლაში

ბექა წერედიანმა კრივში ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი მოიგო

22-23 აპრილს ქ. ფოთში ჩატარებულ ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირზე კრივში პირველი ადგილი დაიკავა ლატალის გურამ თიკანაძის სახელობის სპორტ-სკოლის აღსაზრდელმა ბექა წერედიანმა (48-კგ.), ხოლო გიორგი კვანჭიანმა მესამე ადგილი დაიკავა. მათი მწვრთნელია – გურამ წერედიანი.
Continue reading ბექა წერედიანმა კრივში ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი მოიგო

ჭუბერის საჯარო სკოლის გუნდმა ფრენბურთში სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი მოიგო

22 აპრილს ქ.ზუგდიდში გამართულ სასკოლო ოლიმპიადის რეგიონულ შეჯიბრში ფრენბურთში პირველი ადგილი დაიკავა სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა.
Continue reading ჭუბერის საჯარო სკოლის გუნდმა ფრენბურთში სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი მოიგო

ლატალში, ჭიდაობა ძიუდოში ლაშა და ლუხუმ კვანჭიანების სახელობის რაიონული პირველობა ჩატარდა

22 აპრილს სოფელ ლატალში, გურამ თიკანაძის სახელობის სპორტ-სკოლაში მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეების ლაშა და ლუხუმ კვანჭიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, მესტიის რაიონული პირველობა ჭიდაობა ძიუდოში. Continue reading ლატალში, ჭიდაობა ძიუდოში ლაშა და ლუხუმ კვანჭიანების სახელობის რაიონული პირველობა ჩატარდა

მესტიაში ტურისტი ქრისტიანად მოინათლა

17 აპრილს, უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ქალბატონი, რომელიც ამჟამად მესტიის წმ. ელია თეზბიტელის სახელობის დედათა მონასტერში ცხოვრობს, გაქრისტიანდა.
Continue reading მესტიაში ტურისტი ქრისტიანად მოინათლა