26-აპრილს, დაბა მესტიის N2 -საჯარო სკოლაში მოეწყო რაგბის კავშირის წარმომადგენლების შეხვედრა მოსწავლე ახალგაზრდებთან. კავშირის წევრებმა მესტიაში ამოიტანეს და ახალგაზრდებს წარუდგინეს “ბორჯღალოსნების” მიერ მოპოვებული მსოფლიო თასი.
შეხვედრა ითვალისწინებდა რაგბის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდების ამ სპორტით დაინტერესებას.
შეხვედრამ მეგობრულ ვითარებაში, კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა. გამოცდილმა რაგბისტებმა ლექციის სახით ჯერ თეორიული ინფორმაცია მიაწოდეს ახალგაზრდებს, შემდეგ კი აღნიშნული სკოლის სტადიონზე, ჩატარდა მასტერკლასები. მოსწავლეებს სამახსოვროდ დაურიგდათ რაგბის ბურთები და მაისურები. შეხვედრა მართლაც ნაყოფიერი იყო და ახალგაზრდებმა ამ სპორტში ჩართვის მზაობა გამოხატეს.
(ლექსო გუგავა – ვეტერანი მორაგბე, რაგბის კავშირის წევრი და ირაკლი ფალიანი)
(ტყუპი ძმები ირაკლი და თორნიკე ფალიანები)
რაგბის კავშირის წევრებმა აგრეთვე ახალგაზრდებს მოუწოდეს ქალების უფლებების მხარდასაჭერად. აღნიშნეს, რომ თვითონ აქტიურად არიან ჩართულები კამპანიაში “კაცები ქალთა უფლებებისთვის”, ამ მიმართულებითაც გააცნეს საზოგადოებას მათი საქმიანობა და მოუწოდეს ახალგაზრდებს ნებისმიერი ძალადობის შემთხვევაში დაიცვან ქალები. შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი და გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ გოშთელიანი.
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.