ლენტეხში დასავლეთ საქართველოს სარაგბო ფესტივალი გაიმართა

23 აპრილს დაბა ლენტეხში, ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის სტადიონზე საქართველოს რაგბის კავშირისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა დასავლეთ საქართველოს რაგბის ფესტივალი, რომელიც   საქართველოს მრავალგზის ჩემპიონების რაგბიში და ლელობურთში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონებისა და თასის მფლობელების, საქართველოს დამსახურებული მწრთვნელების : შალვა ქურციკიძის, ოლეგ ლიპარტელიანის, ვახტანგ შვანგირაძის, ემზარ გეგუჩაძის, ნუგზარ ძაგნიძის, ავთანდილ ჩუბინიძის ხსოვნას მიეძღვნა.

საქართველოს რაგბის კავშირის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორმა, ბატონმა იოსებ (სოსო) დიაკონიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ფესტივალში მონაწილეობდა 2007-2010 წლებში დაბადებულ მორაგბეთა 23 გუნდი (სულ 320 მოსწავლე): ქუთაისის 4 გუნდი, ლანჩხუთი – 1 გუნდი, ამბროლაური – 1 გუნდი, ფოთი – 3 გუნდი, საჩხერე – 2 გუნდი, აბაშა – 1 გუნდი, ლენტეხი – 1 გუნდი, ბათუმი – 1 გუნდი, ტყიბული – 1 გუნდი, სენაკი – 1 გუნდი, წყალტუბო – 2 გუნდი, ბაღდათი – 1 გუნდი. ბატონი იოსების თქმით, ეს ფესტივალი იყო სასწავლო პროცესის გაგრძელება და მონაწილეებს ფესტივალის ფარგლებში სიგელები გადაეცათ, თუმცა როგორც შემდეგ ჩვენ ვნახეთ, ქუთაისის ერთ-ერთ გუნდს “ბაგრატი” დამატებით გადაეცა თასი.

IMG_20170423_130423

IMG_20170423_132230

IMG_20170423_130605

IMG_20170423_130609

IMG_20170423_131233

როგორც ბათუმის გუნდის მწვრთნელმა, ბატონმა რამაზ სანებლიძემ აღნიშნა ფესტივალი 11 საათზე დაიწყო, თასის გადაცემის შესახებ კი ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა .

IMG_20170423_133014

(ფოტოზე ბათუმის გუნდი, მწვრთნელი რამაზ სანებლიძე)

ლენტეხის სარაგბო გუნდის მწვრთნელის, ირაკლი ბენდელიანის თქმით შეხვედრები იყო ორ ტაიმიანი, სტადიონზე ერთდროულად  ოთხ გუნდს შორის მიმდინარეობდა შეხვედრა და თითოეული შეხვედრა  5-7 წუთი გრძელდებოდა.

სტუმარ მონაწილეებს გაუკვირდათ მაყურებლების სიმცირე  ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის სტადიონზე:

გვანცა ქურასბედიანი, დაბა ლენტეხი.