გუშინ, 25 აპრილს დაბა მესტიაში, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდა კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ნახევარფინალური ეტაპი, რომელშიც გაიმარჯვა გუნდმა “ოსანა” და გადავიდა ფინალურ ეტაპზე.
ერთმანეთს შეხვდნენ სანუგეშო ეტაპზე გამარჯვებული გუნდები მესტიის, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდი “ოსანა” და ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეთა გუნდი “მოწყალე სამარიტელი”. კონკურსის გამარჯვებული გახდა გუნდი “ოსანა” და გადავიდა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში.
ფინალში სულ ოთხი გუნდი შეხვდება ერთმანეთს და გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება კაბადოკიაში მოსალოცად, ხოლო დანარჩენები გუნდები საქართველოს რომელიმე კუთხეს მოილოცავენ.
დაბა მესტიაში კონკურსმა საოცრად თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა, რაც ამ პროექტის ერთ-ერთი დადებითი მხარეა, ამ პროექტის ყველა მონაწილე აცნობიერებს, რომ ამ კონკურსში წაგებული არავინ არის, ამისი ნათელი მაგალითი იყო ეს დღეც, სტუმრები არ თვლიდნენ თავს წაგებულად, ისინი ძალიან კმაყოფილები წავიდნენ. კმაყოფილი იყვნენ მასპინძლების სტართმოყვარეობითაც და საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხის, სვანეთის დათვალიერებითაც. გუნდ “ოსანას” პედაგოგმა, მაგდალინა გოგოლაძემ, რომლის დიდი შრომის შედეგადაც იქნა ეს გამარჯვება მოპოვებული, სტუმრებს დაათვალიერებინა სვანეთის ისტორიული მუზეუმი, ორივე გუნდმა პედაგოგებთან ერთად გაისეირნეს ბუნებაში და დღე საზეიმო ტრაპეზითაც დააგვირგვინეს. დღე რომელსაც სახელად მეგობრობა დაარქვეს.
(ფოტოზე მარცხნიდან: პაატა ავალიანი, მარიამ ხვიბლიანი – გუნდის კაპიტანი, დეკანოზი ბასილ ფილფანი – წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი, წინ – ოთარ ჯაფარიძე, ლაშა ფილფანი, ქრისტინე რატიანი , უკან – მარიამ გულედანი, ანა ჯაფარიძე )