22-23 აპრილს ქ. წყალტუბოს სპორტის სასახლეში გამართულ შალვა ბზიკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ტურნირზე ნოდარ აფაქიძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა (2004-2005 წ. დაბადებულ ძიუდოისტთა შორის).
ამ ტურნირში 2004-2005 და 2006-2007 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა 22 გუნდი მონაწილეობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის იყო ლენტეხის სასპორტო სკოლაც 10 აღსაზრდელით (დირექტორი- ზაქრო ხვისტანი, მწვრთნელი – პაატა აფაქიძე), რომელთა უმეტესობაც პირველად მონაწილეობდა ასეთ ტურნირზე. ხელედიდან წარმოდგენილი იყო ოთხი ძიუდოისტი, ლენტეხიდან – ექვსი.
ლენტეხის სასპორტო სკოლა 6 ძიუდოისტით მონაწილეობის მიღებას გეგმავს 29-30 აპრილს გასამართ ტურნირზე -“კოლხეთის თასი “, რომელიც ტარდება ქ. ზუგდიდში 2002-2003 და 2004-2005 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის.
გვანცა ქურასბედიანი, დაბა ლენტეხი