Category Archives: ეკოლოგია

როცა საქვეყნო საქმე ბოთლის თავსახურებითაც კეთდება — ტენესა და პირველი ქართული USB კაბელების ამბავი

არ გამომდის, უნდა შევეშვა, შევრცხვები და ფინანსურად ვიზარალებო, ფიქრობდა სანდრო ლილუაშვილი, ტენეს დამფუძნებელი. ბუნებრივადაც შეიძლება მივიჩნიოთ მისი განწყობა — ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე 500-600-ჯერ მაინც ცდილობდა და მაინც არაფერი გამოუვიდა. ვერც თავად Continue reading როცა საქვეყნო საქმე ბოთლის თავსახურებითაც კეთდება — ტენესა და პირველი ქართული USB კაბელების ამბავი

ეკომეგობრულობა, როგორც ბრენდის მთავარი ღირებულება — კომპანია უსულის ისტორია

<

დიდი ხნის მეგობრების, სოფო ლაპიაშვილისა და მაკა ნოსელიძის კომპანია “უსული” ერთ-ერთი პირველია ქართულ ბაზარზე, რომლის ნიშაც ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სხვა აქსესუარების გამოყენებული ნაჭრებისგან დამზადებაა. Continue reading ეკომეგობრულობა, როგორც ბრენდის მთავარი ღირებულება — კომპანია უსულის ისტორია

განათლების სამინისტრომ მოსწავლეები გათბობის გარეშე დატოვა

ამ სუსხიან დეკემბერში მაღალმთიანი სკოლები განათლების სამინისტრომ შეშის გარეშე დატოვა. სკოლებს შეშას ეროვნული სატყეო სააგენტო ჰყიდდა, წელს კი სამინისტრომ სკოლების მომარაგება შეშის შემცვლელი ბრიკეტებით  გადაწყვიტა, მაგრამ შესყიდვის ტენდერები ოქტომბერში ჩაატარა, თან ისე, რომ მიმწოდებელი კომპანიები სკოლებისთვის მთლიანი მარაგის 40%-ის მიწოდებაზე მხოლოდ 25 დეკემბრამდე დაავალდებულა. Continue reading განათლების სამინისტრომ მოსწავლეები გათბობის გარეშე დატოვა

მესტიაში დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს

მესტიის ცენტრში არსებული ერთერთი სასტუმროს დამხმარე ფართში, პოლიციამ გამოავლინა კრიპტოვალუტების  მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა, რომლებიც უკანონოდ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.  

Continue reading მესტიაში დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს

ლენტეხისა და უშგულის დამაკავშირებელი გზა ღვარცოფმა გადაკეტა

დღეს, 25 ივლისს, დილის საათებში, ძლიერი წვიმების შედეგად ღვარცოფმა ისევ გადაკეტა გზა სოფ. ბაბილსა და სოფ. მაცხვარლამეზურს შორის. საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია დაბა ლენტეხიდან სოფ. მაცხვარლამეზურის, ჩოლურის და ლაშხეთის თემების ათეულობით სოფლის, უშგულის და სხვა სოფლების მიმართულებით.
Continue reading ლენტეხისა და უშგულის დამაკავშირებელი გზა ღვარცოფმა გადაკეტა

ლენტეხში მოსახლეობამ ჰესის პროექტის განხილვა ჩაშალა

გუშინ, 22 მარტს, დაბა ლენტეხში დაგეგმილი იყო “ხელედულა 3” ჰესის პროექტის საჯარო განხილვა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეების დიდმა ჯგუფმა გამართა საპროტესტო აქცია, შენობაში არავინ შეუშვა, რის გამოც განხილვა ჩაიშალა.
Continue reading ლენტეხში მოსახლეობამ ჰესის პროექტის განხილვა ჩაშალა

14 დეკემბერს თბილისში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი

სვანეთში დიდი ჰესების აქტიურმა მოწინააღმდეგემ, ხელოვნებათმცოდნემ მანანა საღლიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ყველას!!! ყველას!!! ყველას!!!

2018 წლის, 14 დეკემბერს, პარასკევს, 11 სთ-ზე,
ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქ. 31″ა”
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკ (EBRD) -ის
ოფისის წინ, სვანეთის (ლენტეხის და მესტიის) მოსახლეობის წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდება საპროტესტო აქცია.
Continue reading 14 დეკემბერს თბილისში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი

ლენტეხში მოსახლეობამ “ხელედულა 3” ჰესის პროექტის განხილვა ჩაშალა

8 დეკემბერს, დილის 9 საათიდან, დაბა ლენტეხის მერიის შენობაში უნდა ჩატარებულიყო “ხელედულა 3” ჰესის პროექტის განხილვა, თუმცა სვანეთის რამდენიმე ათეულმა მაცხოვრებელმა, ძირითადად სოფლების წანაშის და ლესემას მკვიდრებმა, მშენებელი კომპანიის “ხელედულა ენერჯი”-ს წარმომადგენლები, რომელთაც განხილვა უნდა ჩაეტარებინათ, მერიის შენობაში არ შეუშვეს.
Continue reading ლენტეხში მოსახლეობამ “ხელედულა 3” ჰესის პროექტის განხილვა ჩაშალა

შიმშილობის აქცია შეწყდა, საგუშაგო აქციები გრძელდება

გუშინ დაბა ლენტეხში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნებმა, პირობა მისცეს “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, რომ მათთან მოლაპარაკების გარეშე ლეჩხუმში მობილიზებული სამშენებლო ტექნიკა ადგილიდან არ დაიძვრება, მოლაპარაკება კი ორშაბათს, 30 ივლისს განახლდება. ამ პირობის მიღების შემდეგ აქციების მონაწილეების მხრიდან დიდი თხოვნის შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტეს ზაზა, რაჯი, ზვიად და იოსებ  ლიპარტელიანებმა.
Continue reading შიმშილობის აქცია შეწყდა, საგუშაგო აქციები გრძელდება

მინისტრის მოადგილე მოსახლეობას მშენებლების სასტუმროდან გაყვანას შეჰპირდა, ტექნიკის გაყვანას კი – არა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ისევ მიბრუნდა საპროტესტო აქციაზე დაბა ლენტეხში და მოსახლეობას თურქეთიდან ჩამოსული მშენებლების გაყვანას შეჰპირდა საპროტესტო აქციის დაშის შემთხვევაში, ხოლო ლეჩხუმში მობილიზებული სამშენებლო სპეც. ტექნიკის გაყვანაზე უარი თქვა, რასაც აქციაზე მყოფი მოსახლეობის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
Continue reading მინისტრის მოადგილე მოსახლეობას მშენებლების სასტუმროდან გაყვანას შეჰპირდა, ტექნიკის გაყვანას კი – არა

დაბა ლენტეხში საპროტესტო აქციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე შეხვდა

დღეს ისევ გრძელდება საპროტესტო აქციები ქვემო სვანეთში დაგეგმილი “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობას შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი.
Continue reading დაბა ლენტეხში საპროტესტო აქციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე შეხვდა

ქვემო სვანეთში ხელედულა-ჰესის მოწინააღმდეგეებმა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართეს

გუშინ, ხელედულა-ჰესის მშენებლობის აქტიურმა მოწინააღმდეგემ, სოფ. ხელედის საჯარო სკოლის პედაგოგმა ელდინო ლიპარტელიანმა გაავრცელა ქვემო სვანეთის მოსახლეობის მიმართვა პრემიერ-მინისტრისადმი:
“ქვემო სვანეთის მოსახლეობის ღია წერილი პრემიერს.
ბატონო პრემიერო,
დღეს ლენტეხში თითქმის საომარი ვითარებაა. ძლევამოსილი თურქი ინვესტორი დაუცველ და უქონელ-უპოვარ მოსახლეობას ხისტი და ძალადობრივი პოლიტიკით უპირისპირდება. Continue reading ქვემო სვანეთში ხელედულა-ჰესის მოწინააღმდეგეებმა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართეს