Tag Archives: ჰესები სვანეთში

ლენტეხში მოსახლეობამ ჰესის პროექტის განხილვა ჩაშალა

გუშინ, 22 მარტს, დაბა ლენტეხში დაგეგმილი იყო “ხელედულა 3” ჰესის პროექტის საჯარო განხილვა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეების დიდმა ჯგუფმა გამართა საპროტესტო აქცია, შენობაში არავინ შეუშვა, რის გამოც განხილვა ჩაიშალა.
Continue reading ლენტეხში მოსახლეობამ ჰესის პროექტის განხილვა ჩაშალა

შიმშილობის აქცია შეწყდა, საგუშაგო აქციები გრძელდება

გუშინ დაბა ლენტეხში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნებმა, პირობა მისცეს “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, რომ მათთან მოლაპარაკების გარეშე ლეჩხუმში მობილიზებული სამშენებლო ტექნიკა ადგილიდან არ დაიძვრება, მოლაპარაკება კი ორშაბათს, 30 ივლისს განახლდება. ამ პირობის მიღების შემდეგ აქციების მონაწილეების მხრიდან დიდი თხოვნის შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტეს ზაზა, რაჯი, ზვიად და იოსებ  ლიპარტელიანებმა.
Continue reading შიმშილობის აქცია შეწყდა, საგუშაგო აქციები გრძელდება

გუშინ დაბა ლენტეხში პოლიციის მიერ აქციის დაშლისას ნატო ლიპარტელიანი დაშავდა

გუშინ მას შემდეგ რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა უარი თქვა ჰესის ასაშენებლად ლეჩხუმში მობილიზებული სამშენებლო ტექნიკის გაყვანაზე რეგიონიდან, სასტუმროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეყო ქალბატონების ჯგუფი, რომელთაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად გადაკეტეს ცენტრალური გზა. რეგიონული პოლიციის წარმომადგენლებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით დაშალეს ქალბატონების ეს აქცია, შედეგად დაშავდა ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტიური მონაწილე, დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ნატო ლიპარტელიანი.
Continue reading გუშინ დაბა ლენტეხში პოლიციის მიერ აქციის დაშლისას ნატო ლიპარტელიანი დაშავდა

ქვემო სვანეთში და ლეჩხუმში “ხელედულა 3” ჰესის საწინააღმდეგო აქციები ისევ გრძელდება

ამ დროისათვის დაბა ლენტეხში საპროტესტო აქციას უფრო მეტი ადამიანი შეუერთდა. ისინი მობილიზებული არიან ოლიმპიური მომზადების ცენტრთან არსებულ სასტუმროსთან, რომელშიც თურქეთიდან ჩამოსული მშენებლები იმყოფებიან. აქციის მონაწილენი ხმამაღალი შეძახილებით მოუწოდებენ მშენებლებს დატოვონ სვანეთი.
Continue reading ქვემო სვანეთში და ლეჩხუმში “ხელედულა 3” ჰესის საწინააღმდეგო აქციები ისევ გრძელდება

“სვანეთში მდგომარეობა უკიდურესად იძაბება” – ზურაბ ნიჟარაძემ ახალი განცხადება გაავრცელა

ხუდონ-ჰესის მშენებლობის აქტიურმა მოწინააღმდეგემ, ხაიშის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ზურაბ ნიჟარაძემ დაახლოებით 1 საათის წინ ახალი განცხადება გაავრცელა სოციალური ქსელით:
“S.O.S.!
სვანეთში მდგომარეობა უკიდურესად იძაბება!
შემოყვანილია პოლიცია, არაოფიციალური წყაროებით მივიღეთ ინფორმაცია, რომ შემოყავთ დამატებითი ძალები!
მოვუწოდებთ ხელისუფალთ, თავი გაანებონ ხელების გადგრეხვის პოლიტიკას, დაელაპარაკონ საკუთარ ხალხს, თუ ხალხი საკუთარ ხალხად მიაჩნიათ!
აქ ხე-ტყე არაფერ შუაშია, მავანთ სჭირდებათ სვანეთი უსვანებოდ!
გთხოვთ ყველას თანადგომას, რომ არ განვითარედეს შეუქცევადი პროცესები!
ჩვენ უკანდახევას არ და აღარ ვაპირებთ!”
Continue reading “სვანეთში მდგომარეობა უკიდურესად იძაბება” – ზურაბ ნიჟარაძემ ახალი განცხადება გაავრცელა

დაბა ლენტეხში საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება

დაბა ლენტეხში დღეს ისევ გაგრძელდა “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები. მოსახლეობა შეიკრიბა ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ოლიმპიური მომზადების ცენტრთან არსებულ სასტუმროსთან და იქ განთავსებულ თურქეთიდან ჩამოსულ მშენებლებს სვანეთის დატოვებისკენ მოუწოდა:
Continue reading დაბა ლენტეხში საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება

საპროტესტო შიმშილობის მე-4 დღეს ემზარ ლიპარტელიანი ცუდად გახდა

გუშინ, 25 ივლისს, შიმშილობის დაწყებიდან მე-4 დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. წანაშის მცხოვრები ემზარ ლიპარტელიანი ცუდად გახდა და ცაგერის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. უკვე მე-5 დღეა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ბარდნალაში, “ხელედულა 3” ჰესის მშენებელი კომპანიის მიერ მობილიზებულ სამშენებლო ტექნიკასთან, შიმშილობას კვლავ აგრძელებენ ზაზა, ვეფხია, რაჯი და მირიან ლიპარტელიანები. აღსანიშნავია, რომ ზაზა ლიპარტელიანს ფილტვების ანთება დაუდგინეს, მაგრამ ის მაინც აგრძელებს შიმშილობას.
Continue reading საპროტესტო შიმშილობის მე-4 დღეს ემზარ ლიპარტელიანი ცუდად გახდა

გუშინ დაბა ლენტეხში დაწყებული საპროტესტო აქცია მთელი ღამე გაგრძელდა

გუშინ, 25 ივლისს, დაბა ლენტეხში ისევ გაიმართა “ხელედულა 3” ჰესის საწინააღმდეგო აქცია. პარალელურად, ლეჩხუმში, სოფ. ბარდნალაში დაბანაკებულ სამშენებლო ტექნიკასთან უკვე მე-6 დღეა გრძელდება შიმშილობა. ქვემო სვანეთში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა და დღესაც იგეგმება აქცია დაბა ლენტეხში. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ ზემო სვანეთის და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მაცხოვრებელნიც.
Continue reading გუშინ დაბა ლენტეხში დაწყებული საპროტესტო აქცია მთელი ღამე გაგრძელდა

“ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ შიმშილობა დაიწყეს

გუშინ, 22 ივლისს, “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალაში. ძირითადად ქვემო სვანეთის სოფ. წანაშიდან ჩასულმა მოსახლეობამ კარვები გაშალა მობილიზებული ტექნიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ხუთი ადამიანი უკვე მეორე დღეა შიმშილობს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ლეჩხუმში ტექნიკის შემოყვანას აპროტესტებენ. სოფ. წანაშის მოსახლეობა აცხადებს რომ სამშენებლო კომპანია აპირებს სპეც ტექნიკის შეყვანას სვანეთში. ისინი ამბობენ, რომ მოსახლეობა კომპანიას მშენებლობის დაწყების უფლებას არ მისცემს: “არა სვანეთის დაცლას, გულგრილობა დანაშაულია, ვითხოვთ უსაფრთხო გარემოს”- ესაა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები.
Continue reading “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ შიმშილობა დაიწყეს

სვანეთში რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლებმა ჰესის დაგეგმილი მშენებლობის გამო გზა გადაკეტეს

12 მარტს, ქვემო სვანეთში, მდ. ხელედულას ხეობაში მდებარე სოფლების მოსახლეობის ნაწილმა სოფ. ლესემაში ცენტრალური გზა გადაკეტა. ისინი მდ. ხელედულაზე და მდ. დევაშზე დაგეგმილ “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ.
Continue reading სვანეთში რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლებმა ჰესის დაგეგმილი მშენებლობის გამო გზა გადაკეტეს

მესტიაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა დაიწყო

6 ივნისს დაბა მესტიაში “მესტიაჭალა 1” და “მესტიაჭალა 2” ჰიდრო ელექტრო სადგურების კასკადის მშენებლობის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. მესტიას ეწვიენ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საინვესტიციო ჯგუფი “ბიჯეო”-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და “საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის” გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
Continue reading მესტიაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა დაიწყო

იგეგმება თუ არა გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა ქვემო სვანეთში?

ქვემო სვანეთის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდრო-ელექტროსადგურების  მოსალოდნელი მშენებლობების შესახებ ინფორმაციამ შეაშფოთა.
Continue reading იგეგმება თუ არა გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა ქვემო სვანეთში?