დაბა ლენტეხში საკათედრო ტაძარი შენდება

29 მაისს ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დაბა ლენტეხში მშენებარე საკათედრო ტაძრის საძირკველი აკურთხა.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის საკათედრო ტაძარი N2 სააჯარო სკოლის მახლობლად შენდება. საძირკვლის კურთხევას ესწრებოდა ტაძრის ქტიტორი (ეკლესიის მშენებლობის მთავარი დამფინანსებელი) ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ლიპარტელიანი.

IMG_9254

მრევლს საშუალება მიეცა ქტიტორის შემდეგ, ტაძრის საძირკველში ქვებთან ერთად მოეთავსებინათ ფურცლებზე დაწერილი მიცვალებულთა და ცოცხალთა მოსახსენიებლები.
ღვთისმსახურების რიტუალის დასრულების შემდეგ მეუფე სტეფანემ დეკანოზ იაკობთან (კვირიკაშვილი) შეთანხმებით დაადგინა პარაკლისის ჩატარება ყოველ ორშაბათს დღის 3 საათზე ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე. მეუფე სტეფანემ გამოთქვა სურვილი თვეში ერთხელ მაინც თავად აღავლინოს პარაკლისი მშენებარე ტაძარში და მრევლს ტაძრის მშენებლობისათვის ლოცვისკენ მოუწოდა.
ქადაგების შემდეგ კი ყველამ ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს:

IMG_9276

ჩვენ ვთხოვეთ გოგი ლიპარტელიანს ესაუბრა ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით: