საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე პანკისის ხეობაში ტრადიციებს მკაცრად იცავენ. უკვე რამდენიმე ასეული წელია, რაც ეს რეგიონი სამშობლოდ იქცა ჩეჩნური ფესვების მქონე ქისტების თემისთვის, რომელიც აქაური მოსახლეობის 70%-ს შეადგენს. პანკისის პატარა მაღალმთიან სოფლებს უხუცესთა საბჭო ადათ-წესებისა და ისლამის შესაბამისად Continue reading ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა: ქალთა გაძლიერება საქართველოს შორეულ სოფლებში
Category Archives: ჯანმრთელობა
რაჭაში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა
11 თებერვალს, ამბროლაურის სოფ. ბოსტანაში მცხოვრები ნიკა ონაშვილი მეზობელ სოფელში დეიდას ესტუმრა და სახლში აღარ დაბრუნდა. ახალგაზრდა კაცი მხოლოდ 12 თებერვალს იპოვეს გზის მიმდებარე ხევში გარდაცვლილი. მის ამოყვანაში სამაშველო სამსახური მონაწილეობდა. იქვე გზაზე აღმოჩნდა ავტომანქანის ნამტვრევები. პოლიციამ 13 თებერვალს დააკავა Continue reading რაჭაში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა
„ახალი, ძლიერი და უკეთ ინფორმირებული თაობა“
„როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს. საქართველოში არაინფორმირებულობის პრობლემა ყველაზე მწვავედ სწორედ იმ რეგიონებში დგას, სადაც ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილია დასახლებული. ენის ბარიერისა და სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ინფორმაციული წყაროების სიმწირის Continue reading „ახალი, ძლიერი და უკეთ ინფორმირებული თაობა“
„როცა ასაკში ხარ, თავშესაქცევი და სიმშვიდე გჭირდება, აქ კი ამისთვის ყველაფერია“
მოხუცები, რომლებიც ოჯახისა და ნათესავების გარეშე რჩებიან, ხშირად არჩევანის წინაშე დგანან – მარტო გაუმკლავდნენ პრობლემებს, თუ თავშესაფარში გააგრძელონ ცხოვრება. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარება ერთერთია, რაც მათ ხანდაზმულთა დაწესებულებებისკენ ნაბიჯის გადადგმაში ეხმარებათ. თავშესაფრები კი მათ სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული ადგილია.
Continue reading „როცა ასაკში ხარ, თავშესაქცევი და სიმშვიდე გჭირდება, აქ კი ამისთვის ყველაფერია“ევროკავშირი აქტიური ადამიანებისა და საინტერესო იდეების მხარდასაჭერად საქართველოში
2020 წლიდან პროექტის “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფოთში სულ 23 პროექტი დაფინანსდა, რაც ჯამში 80 000 ევროს შეადგენს.
Continue reading ევროკავშირი აქტიური ადამიანებისა და საინტერესო იდეების მხარდასაჭერად საქართველოში„მე გავაგრძელე“ – შშმ პირთა მხარდაჭერა პანდემიისას
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია, მათ შორის, ადამიანების სოციალიზაციის მიმართულებით. სწორედ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად და ადამიანების მხარდასაჭერად, ევროკაშირი საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. Continue reading „მე გავაგრძელე“ – შშმ პირთა მხარდაჭერა პანდემიისას
ლენტეხში კლინიკის მედპერსონალმა გაფიცვა შეაჩერა
24 დეკემბერს, დაბა ლენტეხში, შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი”-ს კლინიკის მედპერსონალმა აქცია მოაწყო. მათ ნაწილობრივი გაფიცვის შესახებ წინა დღეს გააკეთეს განცხადება.
Continue reading ლენტეხში კლინიკის მედპერსონალმა გაფიცვა შეაჩერაქვემო სვანეთში ერთადერთი კლინიკის მედპერსონალი გაფიცვას აცხადებს
23 დეკემბერს, დაბა ლენტეხის კლინიკის მთავარმა ექთანმა ანჟელა ქურასბედიანმა გაავრცელა განცხადება მედპერსონალის გაფიცვის შესახებ. როგორც განცხადების ტექსტშია გადმოცემული, კლინიკის თანამშრომლები აპროტესტებენ თვეობით აუღებელ ხელფასებს და კლინიკაში არსებულ გაუსაძლის სამუშაო პირობებს. Continue reading ქვემო სვანეთში ერთადერთი კლინიკის მედპერსონალი გაფიცვას აცხადებს
ლენტეხის სოფლებში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის საყოველთაო თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ექთნები და ექიმები თითოეულ მოსახლესთან მიდიან და დისტანციური ციფრული თერმომეტრით ტემპერატურას უზომავენ.
Continue reading ლენტეხის სოფლებში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
ქვემო სვანეთში მთლიანობაში covid-19-ის 5 შემთხვევაა დადასტურებული
გუშინ, 10 აპრილს, ქვემო სვანეთის კიდევ 4 მაცხოვრებელს აღმოაჩნდა ახალი კორონავირუსი. ეს ადამიანები არიან გ.ფ.-ს 4 წლის გოგონა, სიდედრი, ცოლის ძმისშვილი და ცოლიძმის მეუღლე. გ.ფ.-ს covid-19-ის ვირუსი 8 აპრილს დაუდასტურდა. მისი მეუღლე სოფ. მელედან არის და შესაბამისად 3 ინფიცირებული პირი ასევე მელეში ცხოვრობს.
Continue reading ქვემო სვანეთში მთლიანობაში covid-19-ის 5 შემთხვევაა დადასტურებული
ქვემო სვანეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
გუშინ, 8 აპრილს, ქვემო სვანეთის სოფ. ლექსურის მკვიდრს, ახალგაზრდა მამაკაცს – გ.ფ.-ს covid-19-ის ვირუსი დაუდასტურდა. ის გადაყვანილ იქნა თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვა”-ს დირექტორის გოგი (მიხა) ონიანის ინფორმაციით აღნიშნული პიროვნება ქვემო სვანეთში იმყოფებოდა 24 მარტიდან, ხოლო მანამდე ის იყო თბილისში, სადაც კონტაქტი ჰქონდა მის დასთან, რომლის მეუღლეც, ეროვნული ბანკის თანამშრომელი, შემდგომში ვირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა.
Continue reading ქვემო სვანეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
სვანმა მაშველებმა მწვერვალ აილამას მისადგომებთან ჩარჩენილი მოქალაქე გადაარჩინეს
15 დეკემბერს, ქვემო სვანეთში, მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან 2 დღის მანძილზე თოვლში ჩარჩენილი გურამ ლობჟანიძე ადგილობრივი მოხალისეებისა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანაშრომლების ერთობლივი ძალისხმევით გადარჩა.
13 დეკემბერს სოფ. ლემზაგორის მკვიდრ გურამ ლობჟანიძეს და მისი თანმხლებ პირს ცუდი ხილვადობის გამო გზა აებნათ და მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან, კლდოვან და გაუვალ ადგილებში მოხვდნენ, გურამ ლობჟანიძე დაშავდა კიდეც, იმ ადგილას მობილური ტელეფონი არ იჭერდა და ისინი იძულებულნი გახდნენ ღამე ღია ცის ქვეშ გაეტარებინათ.
Continue reading სვანმა მაშველებმა მწვერვალ აილამას მისადგომებთან ჩარჩენილი მოქალაქე გადაარჩინეს