11 თებერვალს, ამბროლაურის სოფ. ბოსტანაში მცხოვრები ნიკა ონაშვილი მეზობელ სოფელში დეიდას ესტუმრა და სახლში აღარ დაბრუნდა. ახალგაზრდა კაცი მხოლოდ 12 თებერვალს იპოვეს გზის მიმდებარე ხევში გარდაცვლილი. მის ამოყვანაში სამაშველო სამსახური მონაწილეობდა. იქვე გზაზე აღმოჩნდა ავტომანქანის ნამტვრევები. პოლიციამ 13 თებერვალს დააკავა გ.გ. რომელიც იმ ავტომანქანის მფლობელია, რომლის ნამტვრევებიც შემთხვევის ადგილას იპოვეს.
14 თებერვალს პოლიციელებმა დააკავეს მეორე მოქალაქეც, რომელიც, სავარაუდოდ, აღნიშნულ ავტომანქანაში იჯდა. მიმდინარეობს გამოძიება.