კენგურუს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ტარდება და ყოველ წელს 60 მილიონამდე მოსწავლე ღებულობს მასში მონაწილეობას. საქართველოში კენგურუს ოლიმპიადა წელს,19 მარტს ონლაინ ფორმატში გაიმართება. მასში მონაწილოების მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის I-XII კლასის მოსწავლეებს.
კენგურუს შეჯიბრებაში მოცემულია პედაგოგიურად გამართული ამოცანები, რომლებიც არ წარმოადგენს მხოლოდ სახელმძღვანელოს სტანდარტულ სავარჯიშოებს, არამედ მოიცავს მრავალფეროვან თემებს. კრეატიული აზროვნების გარდა, მათი ამოხსნა მოითხოვს სისხარტეს, წარმოსახვას, ძირითად გამოთვლის უნარებს, ლოგიკურ აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა სტრატეგიის დასახვის უნარს.
კენგურუს საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოსწავლე დარეგისტრირებული იყოს კენგურუს ვებ-გვერდზე – https://kenguru.ge.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულების მიხედვით და მიიღებენ I, II და III ხარისხის დიპლომს. დანარჩენი მოსწავლეები – მონაწილეობის სერტიფიკატს. ყველა დოკუმენტი დამოწმებული იქნება ასოციაცია „კენგურუ საზღვრების გარეშე“ (AKSF) პრეზიდენტის მიერ.
19 მარტის ონლაინ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შანსი აქვთ მოიპოვონ მთავარი პრიზი. მოგვიანებით, დასწრებულ ტურში გამოვლინდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც გაემგზავრებიან კენგურუს საზაფხულო ბანაკში, საფრანგეთში და დაუვიწყარ დღეებს გაატარებენ სხვა ქვეყნების გამარჯვებულ კენგურუელებთან ერთად.
არ გამოტოვო ეს შანსი! გამოავლინე შენი უნარები, გახდი საუკეთესო კენგურუელი და გაატარე არაჩვეულებრივი დღეები კენგურუს საზაფხულო ბანაკში!
რეგისტრაციისთვის და ოლიმპიადის წესების გასაცნობად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.kenguru.ge
ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
+995 544 44 27 88
info@kenguru.ge
https://www.facebook.com/kengurumath