17 დეკემბერს, სანკტ-პეტერბურგში, მასტერსის ტურნირზე ვარლამ ლიპარტელიანმა წარმატებით იასპარეზა და თავის მრავალრიცხოვან პრიზებს მასტერსის ოქროს მედალიც მიუმატა.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანმა 2017 წლის სეზონი მასტერსის მოგებით დააგვირგვინა
Monthly Archives: December 2017
ირაკლი ქურასბედიანმა ისევ გაიმარჯვა
25 ნოემბერს, ესპანეთის ქალაქ ტერასაში გამართულ სარეიტინგო ორთაბრძოლაში პროფესიონალურ კრივში ირაკლი ქურასბედიანმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მისი მოწინააღმდეგე იყო ჩეხი მოკრივე პეტრ გინა, რომელიც ირაკლიმ 30 წამში, ნოკაუტით დაამარცხა.
Continue reading ირაკლი ქურასბედიანმა ისევ გაიმარჯვა
ქვემო სვანეთის მინიმუმ 12 სოფელს ელ. ენერგია მე-3 დღეა არ მიეწოდება
ქვემო სვანეთის ჩოლურის თემის სოფლებში მესამე დღეა თოვს და მოსახლეობას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. თოვლის საფარმა დაახლოებით 80 სმ-ს მიაღწია. ცენტრალური გზა დღეს გაიწმინდა ტექნიკის გამოყენებით და მასზე მხოლოდ მაღალი გამავლობის, 2-ხიდიანი მანქანებით არის მოძრაობა შესაძლებელი.
Continue reading ქვემო სვანეთის მინიმუმ 12 სოფელს ელ. ენერგია მე-3 დღეა არ მიეწოდება
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის თემაზე კიევში მედია-ტური მოეწყო
6-7 დეკემბერს, კიევში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის და უკრაინის კრიზისული მედია-ცენტრის ორგანიზებით გაიმართა უკრაინის და საქართველოს რეგიონებში მოქმედი მედია-საშუალებების ჟურნალისტების სამუშაო შეხვედრები ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებთან დაკავშირებით.
Continue reading ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის თემაზე კიევში მედია-ტური მოეწყო
ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი დაარსდა
5 დეკემბერს, ქალაქ ამბროლაურში, „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს (AIC) ფერმერთა მომსახურების რესურს-ცენტრში გაიმართა „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი“-ს პრეზენტაცია. ღონისძიება ორგანიზებული იყო „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს ფარგლებში.
Continue reading ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი დაარსდა