ირაკლი ქურასბედიანმა ისევ გაიმარჯვა

25 ნოემბერს, ესპანეთის ქალაქ ტერასაში გამართულ სარეიტინგო ორთაბრძოლაში პროფესიონალურ კრივში ირაკლი ქურასბედიანმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მისი მოწინააღმდეგე იყო ჩეხი მოკრივე პეტრ გინა, რომელიც ირაკლიმ 30 წამში, ნოკაუტით დაამარცხა.

ამჟამად ირაკლი ქურასბედიანი შემდეგი სარეიტინგო ორთაბრძოლისთვის ემზადება, რომელიც ქალაქ ბარსელონაში 10 თებერვალს გაიმართება. მოწინააღმდეგის ვინაობა ჯერ დაზუსტებული არაა.

23 წლის სვანი მოკრივე უკვე 9 წელია რაც ესპანეთში ცხოვრობს და კრივში ასპარეზობს. ჩვენ მის წარმატებებზე ადრეც ვწერდით. ყველა მოგებულ სარეიტინგო ორთაბრძოლას ირაკლი უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს პროფესიონალურ კრივში,

უწყვეტ წინსვლას ვუსურვებთ ემიგრაციაში მოღვაწე წარმატებულ ქართველ მოკრივეს, ირაკლი ქურასბედიანს საქართველოს სასახელოდ.

https://www.flickr.com/photos/144149243@N08/39298345062/in/dateposted/

received_1750222151676565

გვანცა ქურასბედიანი, სოფ. ლასკადურა.