Category Archives: ქველმოქმედება

თიბისის განათლების პროგრამის ახალი კურსები (R)

თიბისი მოსწავლეებს მთელი საქართველოდან თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.

დღეს, ტექნოლოგიები ცვლის მსოფლიოს და ახალ რეალობაში გადაჰყავს ადამიანი. ტექნოლოგიების სათანადო ცოდნა არის გზა ახალი შესაძლებლობების სამყაროში. Continue reading თიბისის განათლების პროგრამის ახალი კურსები (R)

მეტი ცვლილება, მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის

2023 წელი “ორბელიანი საქართველო”-მ ლენტეხში, ცაგერში და ონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული სიახლით დაიწყო. შექმნა პროექტი “მეტი ცვლილება, მეტი შესაძლებლობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში”, რომელმაც სამი მუნიციპალიტეტის ოცამდე სოფლისთვის შექმნა საგანმანათლებლო სივრცეები, ლაბორატორიები, Continue reading მეტი ცვლილება, მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის

იჩქარეთ, იდეების კონკურსის ვადა 16 იანვრამდეა

ლენტეხში, ცაგერში და ონში მცხოვრები, 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის, ორგანიზაციას “ორბელიანი მეტი” გამოცხადებული აქვს “იდეების კონკურსი” მეტი შესაძლებლობებისთვის, მეტი იდეებისთვის და მეტი ცვლილებებისთვის. Continue reading იჩქარეთ, იდეების კონკურსის ვადა 16 იანვრამდეა

8 სულიანი ოჯახი სვანეთში ხანძარს ძლივს გადაურჩა

25 ნოემბერს ღამის 2-3 სთ-ზე ქვემო სვანეთის სოფ. ხელედში ზურაბ ბენდელიანის სახლი დაიწვა. 8 სულიანი ოჯახი ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა, სახლი კი მთელ ქონებასთან ერთად მთლიანად დაიწვა და განადგურდა.
საბედნიეროდ, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ოჯახი მეზობლებმა და ნათესავებმა შეიფარეს. Continue reading 8 სულიანი ოჯახი სვანეთში ხანძარს ძლივს გადაურჩა

ეთერ ლიპარტელიანი 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად დაასახელეს

24 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (სეოკ) საანგარიშო სესია და 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი გამართა, სადაც ეთერ ლიპარტელიანი 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად აღიარეს.

Continue reading ეთერ ლიპარტელიანი 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად დაასახელეს

„როცა ასაკში ხარ, თავშესაქცევი და სიმშვიდე გჭირდება, აქ კი ამისთვის ყველაფერია“

მოხუცები, რომლებიც ოჯახისა და ნათესავების გარეშე რჩებიან, ხშირად არჩევანის წინაშე დგანან – მარტო გაუმკლავდნენ პრობლემებს, თუ თავშესაფარში გააგრძელონ ცხოვრება. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარება ერთერთია, რაც მათ ხანდაზმულთა დაწესებულებებისკენ ნაბიჯის გადადგმაში ეხმარებათ. თავშესაფრები კი მათ სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული ადგილია.

Continue reading „როცა ასაკში ხარ, თავშესაქცევი და სიმშვიდე გჭირდება, აქ კი ამისთვის ყველაფერია“

ევროკავშირი აქტიური ადამიანებისა და საინტერესო იდეების მხარდასაჭერად საქართველოში

2020 წლიდან პროექტის “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფოთში სულ 23 პროექტი დაფინანსდა, რაც ჯამში 80 000 ევროს შეადგენს.

Continue reading ევროკავშირი აქტიური ადამიანებისა და საინტერესო იდეების მხარდასაჭერად საქართველოში

ნათია ლიპარტელიანის დასახმარებლად ლენტეხში საქველმოქმედო კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

18 დეკემბერს, 15:30 სთ-ზე, დაბა ლენტეხის კულტურის სახლში. ცაგერისა და  ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით, მე-2 საჯარო სკოლის (წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის) ორგანიზებით, ჯ. მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება შემოწირული წიგნების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ხოლო 16:00 საათზე – კონცერტი, რომელზეც მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ლენტეხის მგალობელთა გუნდი, მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი და ხოფურის საჯარო სკოლის მოსწავლეები. 
Continue reading ნათია ლიპარტელიანის დასახმარებლად ლენტეხში საქველმოქმედო კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

მუწდის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში ახალი კანკელი დაიდგა

28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, სოფ. მუწდის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში დაიდგა ახალი კანკელი, რომელსაც ანდრო მუკბანიანი დაახლოებით 5 თვე კვეთდა ხეზე. კანკელის გამოცვლა მთლიანად დააფინანსა წარმოშობით მუწდელმა ნაირა ხაბულიანმა.
Continue reading მუწდის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში ახალი კანკელი დაიდგა

ზაგაროს უღელტეხილზე, 2700 მეტრზე ახალი ტაძარი იკურთხა

28 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, სოფელ უშგულთან, ზაგაროს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2700 მეტრზე, იკურთხა წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი. ტაძრის ქტიტორი გახლავთ სვანეთის მკვიდრი, თბილისში მცხოვრები ირაკლი გურჩიანი.
Continue reading ზაგაროს უღელტეხილზე, 2700 მეტრზე ახალი ტაძარი იკურთხა

მესტიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

22-ივნისს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის ლოცვა კურთხევით, მესტიას ეწვიენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები: თამაზ საგინაძე (ტენორი), ნინო ჩაჩუა (სოპრანო), ირინა ალექსიძე (მეცო სოპრანო), ვახტანგ ჯაშიაშვილი (ბარიტონი), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), ნონა ბერაძე (სოპრანო), ნანა ბერაძე (მეცო სოპრანო), ასევე მომღერლები მიხეილ ყავლაშვილინინო ბაშარული და ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი “ვირტუოზი”.
Continue reading მესტიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ილია…

ილია გირგვლიანი, ეს სახელი და გვარი  svanetiinfo.ge-ს მკითხველისათვის ცნობილია, ერთ-ერთ ნიუსში ვითხოვდით ილია გირგვლიანის დახმარებას, ანგარიშის ნომერიც გამოვაქვეყნეთ. ილიას ელექტრო ეტლი სჭირდებოდა, ეს მისი ოცნება იყო, რათა დამოუკიდებლად შესძლებოდა გარე  სამყაროსთან ურთიერთობა, ილიას ეს ოცნება ჩვენი სოფლის, ლატალის მოძღვარმა მამა ეგნატემ აუსრულა – ელექტრო ეტლი შეუძინა, როგორი გახარებული იყო… მადლობა უფალს უსიხარულო ილია ერთი სიხარულით მაინც წავიდა ამ ქვეყნიდან.
Continue reading ილია…