იჩქარეთ, იდეების კონკურსის ვადა 16 იანვრამდეა

ლენტეხში, ცაგერში და ონში მცხოვრები, 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის, ორგანიზაციას “ორბელიანი მეტი” გამოცხადებული აქვს “იდეების კონკურსი” მეტი შესაძლებლობებისთვის, მეტი იდეებისთვის და მეტი ცვლილებებისთვის.

პროექტი მიზნად ისახავს გაზარდოს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა და მისცეს მათ შესაძლებლობა ჩაერთონ საკუთარი თემის განვითარებაში.

“იდეების კონკურსი”- ს ფარგლებში ჩატარდება უფასო ტრენინგები, რომლებიც ახალგაზრდებს გააცნობს:
• თემის მობილიზაციის მეთოდებს
• საზოგადოების ჩართულობის არსებულ მექანიზმებს
• პროექტების წერას და მენეჯმენტს
• სახალხო დაფინანსების გზებს
• ამბის თხრობის ხერხებს
თუ ხარ 18-29 წლის ახალგაზრდა, ცხოვრობ ონის, ლენტეხის ან ცაგერის რაიონში და გაქვს იდეა, რომელიც შენს თემს უკეთესობისკენ შეცვლის, მაგრამ არ იცი როგორ განახორციელო, დარეგისტრირდი მითითებულ ბმულზე და მიიღე მონაწილეობა “იდეების კონკურსში”.

ჯერ გაიმართება ტრენინგები, ხოლო შემდეგ მოხდება საკონკურსო იდეების დაფიქსირება. ტრენინგები გაიმართება ონლაინ 18, 20, 23, 25, 27 იანვარს 20 სთ-დან  და დაახლოებით 2-2 საათი გაგრძელდება.

“ორბელიანი მეტი” არის ინოვაციური Crowdfunding-ის პლატფორმა ინიციატივების მხარდასაჭერად.

თუ კითხვები გაგიჩნდებათ ამ და სხვა კონკურსებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მისწეროთ მათ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდს – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი

იჩქარეთ, რეგისტრაცია გრძელდება 16 იანვრის ჩათვლით!
Რეგისტაციისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს –https://forms.gle/DJ7H9cqHCJDzkvwo6