26 აგვისტო, წმინდა მაქსიმე აღმსარებელის ხსენების დღე, ტრადიციულად განსაკუთრებულად აღინიშნება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში. ამ დღეს მომლოცველები თაყვანს სცემენ დიდი საეკლესიო მოღვაწის წმინდა ნაწილებს, რომლებიც დაბრძანებულია ქალაქ ცაგერში მისივე სახელობის მონასტერში.
Monthly Archives: August 2016
“…მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად ავაშენებთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალ გზას…” – პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ დაბა ლენტეხს ეწვია
25 აგვისტოს დაბა ლენტეხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და, ამავდროულად, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ეწვია.
Continue reading “…მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად ავაშენებთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალ გზას…” – პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ დაბა ლენტეხს ეწვია
გაზეთი “სვანეთი” უკვე ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდში და ცაგერშიც ვრცელდება
გაზეთი “სვანეთი”-ს შეძენა ქვემო სვანეთის გარდა უკვე შესაძლებელია შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი და ცაგერი.
ქუთაისში გაზეთი “სვანეთი”-ს შეძენა შესაძლებელია შემდეგ პუნქტებში:
ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი რკინიგზის სადგურის წინ მდებარე პრესის ჯიხურში;
Continue reading გაზეთი “სვანეთი” უკვე ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდში და ცაგერშიც ვრცელდება
“სვანფესტი”-ს დაწყება 26 აგვისტოსთვის გადაიდო
“სვანფესტი” – სვანური ფოლკლორის ფესტივალი ქვემო სვანეთში გადაიდო 26 აგვისტოსათვის. ამის მიზეზი სოფ. შკედში მოზარდის დაღუპვა გახდა, რადგან დასაფლავება 25 აგვისტოს დაემთხვა. ცვლილებაა ფესტივალის განრიგშიც.
Continue reading “სვანფესტი”-ს დაწყება 26 აგვისტოსთვის გადაიდო
კითხვები და პასუხები გენდერული თანასწორობის შესახებ (R)
კითხვა: რა როლი აკისრია საქართველოს პარლამენტს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის სფეროში?
Continue reading კითხვები და პასუხები გენდერული თანასწორობის შესახებ (R)
20 აგვისტოს იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა
უკვე მერვე წელია, აგვსიტოს მეორე ნახევარში, დაბა ლენტეხში ტარდება შესანიშნავი ლენტეხელი ახალგაზრდის, უდროოდ დაღუპული იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ფეხბურთში, ღონისძიებას საფუძველი ლენტეხის ახალგაზრდობამ იასონ ქურასბედიანის ძმის – ირაკლის ხელმძღვანელობით ჩაუყარა.
Continue reading 20 აგვისტოს იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა
“სვანფესტი” – პირველი ფოლკლორული ფესტივალი ქვემო სვანეთის ისტორიაში
25-26 აგვისტოს, პირველად ქვემო სვანეთის ისტორიაში, სვანური ფოლკლორის ფესტივალი -,,სვანფესტი” ჩატარდება. კულტურული ღონისძიება პროექტის – “ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლ”-ის ფარგლებში გაიმართება. აღნიშნულ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაჰილი” ახორციელებს, რომლის მიზანიც ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და პერსპექტიული ზონის ცნობადობის ამაღლება და რეგიონში ტურისტული სერვისების განვითარებაა.
“svanetiinfo.ge” “სვანფესტთან” დაკავშირებით “ლაჰილ”-ის თანადამფუძნებელს ზვიად მუსელიანს გაესაუბრა: Continue reading “სვანფესტი” – პირველი ფოლკლორული ფესტივალი ქვემო სვანეთის ისტორიაში
საარჩევნო უბნების კომისიის წევრობის მსურველთა განცხადების მიღების ვადა დღეს იწურება
დღეს, 17 აგვისტოს 18:00 სთ-ზე მთავრდება განაცხადების მიღება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანსიებზე. ქვემო სვანეთში 23 საარჩევნო უბანია, ხოლო ზემო სვანეთში – 40. თითოეულ უბანზე 6 ვაკანსია არის გამოცხადებული.
Continue reading საარჩევნო უბნების კომისიის წევრობის მსურველთა განცხადების მიღების ვადა დღეს იწურება
ბაკური და მისი მეგობრები – ლენტეხში
18 აგვისტოს 20:00 სთ-ზე ლენტეხის სახლში კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ გიგი ადამაშვილი, რეზიკო დიდებაშვილი, მარიამ და თემო კახელიშვილები, რეზი ქარცივაძე, საბა ივანიშვილი, და ბაკურ ჩანქსელიანი. კონცერტის ორგანიზატორიც ბაკურ ჩანქსელიანია. “svanetiinfo.ge” მას დაუკავშირდა:
Continue reading ბაკური და მისი მეგობრები – ლენტეხში
ვარლამის ვერცხლი – ოქროზე ძვირფასი !
ქართველი ოლიმპიელები ზაფხულის XXXI თამაშებზე ასპარეზობას განაგრძობენ. ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოუტანა. მიღწეულით უკმაყოფილო, თავდახრილი სპორტსმენის კადრებმა მთელი საქართველო აალაპარაკა. ოლიმპიური ვერცხლი, რომელიც უდიდესი მონაპოვარია ქართული სპორტისთვის, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა და ნებისმიერი სპორტსმენი იამაყებდა, ვარლამისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ვარლამი შესანიშნავად იყო მომზადებული ოლიმპიადისთვის, მან ფინალამდე ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით (“იპონით”) მოიგო და ფინალში კი მცირედი შეცდომის, მცირედი უყურადღებობის გამო დამარცხდა.
ვულოცავთ ვარლამს ამ შესანიშნავ წარმატებას და გთავაზობთ ინტერვიუს მასთან, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე გაზეთი “სვანეთი”-ს ფურცლებზე დაიბეჭდა: Continue reading ვარლამის ვერცხლი – ოქროზე ძვირფასი !
ქვემო სვანეთის 15-მდე სოფელში მაგთის სიგნალის გავრცელება შეფერხდა
რამდენიმე დღეა, რაც ქვემო სვანეთის ზედა ზონის სოფლებში მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის – შპს “მაგთიკომის” მომსახურება წყვეტილად მიეწოდება მოსახლეობას. ადგილობრივების თქმით, მაგთის სიგნალი ჩოლურის ზემოთ მდებარე სოფელებშია გამორთული და შესაბამისად მოსახლეობასთან დაკავშირება მაგთის ნომრებზე ვერ ხერხდება. მაგთიკომში განმარტავენ, რომ შეფერხება მხოლოდ ერთ ანძაზეა და იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს პერიოდში შეძლებენ ხარვეზის გამოსწორებას. Continue reading ქვემო სვანეთის 15-მდე სოფელში მაგთის სიგნალის გავრცელება შეფერხდა
წარმატებული ლენტეხელი მოსწავლეები ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრნენ
ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მე-11-ე და მე -12-ე კლასის წარმატებულმა მოსწავლეებმა – ილია მირზას ძე გაზდელიანმა, ელენე ნიკოლოზის ასულმა ბენდელიანმა და გიორგი ავთოს ძე ონიანმა ინგლისური ენის შესასწავლად დიდი ბრიტანეთის საგზურები მოიპოვეს. “ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა გაერთიანებულ სამეფოში“ – ამ პროექტში მონაწილე საუკეთესო მოსწავლეები ჯგუფის ლიდერების, უფროსი მასწავლებლისა და უცხოელი ექსპერტისაგან დაკომპლექტებულმა კომისიამ ქვეპროგრამაში შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია.
Continue reading წარმატებული ლენტეხელი მოსწავლეები ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრნენ