ბაკური და მისი მეგობრები – ლენტეხში

18 აგვისტოს 20:00 სთ-ზე ლენტეხის სახლში კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ გიგი ადამაშვილი, რეზიკო დიდებაშვილი, მარიამ და თემო კახელიშვილები, რეზი ქარცივაძე, საბა ივანიშვილი, და ბაკურ ჩანქსელიანი. კონცერტის ორგანიზატორიც ბაკურ ჩანქსელიანია. “svanetiinfo.ge” მას დაუკავშირდა:

ლენტეხში  კონცერტების ჩატარების იდეა  თქვენს მეგობრებთან ერთად როდიდან გაგიჩნდათ?
– უკვე სამი წელია ჩემი ინიციატივით ლენტეხში ვატარებ ღონისძიებას სახელწოდებით “ბაკური და მისი მეგობრები”, ახლაც  18 აგვისტოს  გვაქვს კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩემი მეგობრები X-ფაქტორიდან. კონცერტს სიმბოლური ხასიათი აქვს, ასეთი კონცერტები მომავალშიც  გაგრძელდება  და უფრო მასშტაბური იქნება.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თუ გეხმარებათ  კონცერტის ორგანიზებაში?
– ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა გარკვეულწილად  გამიწია დახმარება, ხოლო რაც შეეხება ფინანსებს, ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლები მიწევენ ფინანსურ დახმარებას და ყველანაირად გვერდში ისინი მიდგანან.
როგორი მეგობრები გყავთ?
– ყველა მონაწილესთან  ძალიან კარგი ურთიერთობა და მეგობრობა მაკავშირებს,  მათ სურვილი აქვთ მოინახულონ სვანეთი და პარალელურად ჩაატარონ კონცერტი. მომავალში  დაგეგმილი მაქვს  უფრო დიდი მასშტაბის კონცერტი ჩავატარო.
როგორი მსმენელი გყავთ ლენტეხში?
– ლენტეხში  ჩემს კონცერტებს მსმენელი არასოდეს  აკლდა, მსმენელიც გემოვნებიანია, ახლაც იმედი მაქვს ღონისძიება მშვიდ გარემოში ჩაივლის.

ნანი  ბენდელიანი, ლენტეხი.