თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში შევხვდით, ისინი აქ ფუდ ალიანსის საწარმოში მუშაობენ. თეა სოფელ ხურვალეთის მკვიდრია, დარეჯანი — იძულებით გადაადგილებული პირი. ის 2008 წლის 6 აგვისტოს პატარა ლიახვის ხეობიდან, სოფელი ქსუისიდან ერთი თვის ბავშვთან ერთად ომს გამოექცა და მას შემდეგ, ოჯახთან ერთად ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
Continue reading “დილის 4 საათზე ვდგები და სამსახურში მოვდივარ” —ცხოვრება და დასაქმება ხურვალეთშიCategory Archives: მიგრაცია
“ყველაზე დიდი ოცნება – საქართველოში დაბრუნება და ჩემი შვილის საკუთარ მიწაზე, ქართულად აღზრდაა.” – ემიგრანტი მხატვარი სალომე ქურასბედიანი
2017 წელს svanetiinfo.ge-ზე გაშუქდა ახაგაზრდა ემიგრანტი მხატვრის სალომე ქურასბედიანის წარმატება იტალიაში გამართულ კონკურსში. ის მაშინ საუკეთესო მხატვართა ათეულში მოხვდა. კონკურსში გამარჯვებული 13 მხატვრის ნამუშევრები და ბიოგრაფიები გამოქვეყნდა სპეციალურად მათთვის გამოცემულ წიგნში “ხელოვნება და თანამედროვე ხელოვანები” (“Arte e artisti contemporanei”).
დავინტერესდით, რა შეიცვალა მას შემდეგ სალომეს ცხოვრებაში:
Continue reading “ყველაზე დიდი ოცნება – საქართველოში დაბრუნება და ჩემი შვილის საკუთარ მიწაზე, ქართულად აღზრდაა.” – ემიგრანტი მხატვარი სალომე ქურასბედიანი
ემიგრანტი ბიზნესმენის მიმართვა ქართველებისადმი
შალვა ძოწენიძე 1994 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, თუმცა საქართველო არ დავიწყებია. ის ბიზნესმენია და კალიფორნიაში რესტორნებს ფლობს. ქართული რესტორანი “თამარი” Covid- პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე აამოქმედა. მასთან ხანმოკლე ინტერვიუების ჩაწერა 2018 წელს მოვახერხე. ეს ვიდეოები რამდენიმე წუთიანია, მაგრამ უამრავ პრობლემას თუ გადაჭრის გზას იტევს: Continue reading ემიგრანტი ბიზნესმენის მიმართვა ქართველებისადმი
მიმდინარეობს დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამა
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.
Continue reading მიმდინარეობს დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამაქართველი ემიგრანტების ცხოვრება იტალიაში
20 ნოემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) და ამავე ეპარქიის, სოფელ ლატალის მოძღვარი სქიმარქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე) მრევლთან ერთად იტალიაში სიწმინდეების მოსალოცად გაემგზავრენ. მომლოცველების შთაბეჭდილებების გაზიარება “svanetiinfo.ge”-ს მკითხველს შეუძლია სტატიაში – “მომლოცველთა ჯგუფი იტალიაში და წირვა წმინდა ნიკოლოზის საფლავთან” . “svanetiinfo.ge” იტალიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებით დაინტერესდა და გაესაუბრა მათ.