20 ნოემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) და ამავე ეპარქიის, სოფელ ლატალის მოძღვარი სქიმარქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე) მრევლთან ერთად იტალიაში სიწმინდეების მოსალოცად გაემგზავრენ. მომლოცველების შთაბეჭდილებების გაზიარება “svanetiinfo.ge”-ს მკითხველს შეუძლია სტატიაში – “მომლოცველთა ჯგუფი იტალიაში და წირვა წმინდა ნიკოლოზის საფლავთან” . “svanetiinfo.ge” იტალიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებით დაინტერესდა და გაესაუბრა მათ.
წარმოშობით სვანეთიდან, აფხაზეთში მცხოვრები და იტალიაში სამუშაოდ წასული ქალბატონი ურჩევს ჩვენს თანამემამულეებს, მიუხედავად ყველანაირი საჭიროებისა, არ დატოვონ ქვეყანა, არ მიატოვონ ოჯახი, შვილები და მათთან ერთად ლუკმაპურის გაზიარება არჩიონ უცხო ქვეყანაში ემიგრანტობას. იხილეთ ვიდეო:
იტალიაში დაბადებული პატარა ნიკა ბადაშვილი წმინდა ნიკოლოზის ტაძარში სტიქაროსანია. მას უფროსი ძმა, ბებია და ბაბუა სხვა დანარჩენ ნათესავებთან ერთად საქართველოში ჰყავს, რომლებიც ძალიან ენატრება. პატარა ნიკას სურვილია, ყველა ქართველის კარგად ყოფნა და საქართველოში დაბრუნება.
იხილეთ ვიდეო:
“svanetiinfo.ge” უსურვებს ნიკას და ყველა ქართველ ემიგრანტს ოცნების ასრულებას და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას!
მადონა წერედიანი, იტალია