საქველმოქმედო აქცია ლატალში

25 ნოემბერს ლატალის კულტურის სახლში ლატალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ოთარ ფირცხელანის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. ნოდარ დუმბაძის უკვდავი ნაწარმოები “კუკარაჩა”  სცენაზე ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს. ღონისძიება ლატალის საჯარო სკოლის დირექტორის ციოყ წერედიანისა და პედკოლექტივის ორგანიზებით ჩატარდა. დამდგმელი რეჟისორი მალხაზ გაბადაძე გახლდათ, ფინანსური მხარდამჭერი – “რეგიონალური განვითარების ფონდი”. სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

მთელი ლატალი გაერთიანდა ოთარ ფირცხელანის დასახმარებლად. იგი ლატალის საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულია. წელს  კი უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. ოთარი ასევე წარმატებული სპორტსმენია ძიუდოსა და ბეისბოლში. დღეს მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც ქიმიათერაპიის კურსს გადის. ღონისძიებაზე შემოსული თანხა -1700 ლარი ოთარ ფირცხელანის ოჯახს მის დასახმარებლად გადაეცა. როგორც ნოდარ დუმბაძე იტყოდა “ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული, თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე”.

“svanetiinfo.ge” ოთარ ფირცხელანს გამოჯანმრთელებას უსურვებს!

%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%90-2-2

მადონა წერედიანი, მესტია