18 დეკემბერს ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე ქუთაისის სასკოლო თეატრალური ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც ფესტივალზე ნოდარ დუმბაძის ,,კუკარაჩა” წარმოადგინეს. სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. სკოლის დირექტორი ციოყ წერედიანი მადლობას უხდის ,,რეგიონალური განვითარების ფონდს,” რომლის მხარდაჭერითაც მოხერხდა მოსწავლეების ამ მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო ფესტივალზე წარდგენა. ამავე ფონდის მხარდაჭერით ფესტივალზე მონაწილეობა მიიღეს ასევე ლენტეხის სოფელ ხელედისა და თერჯოლის სოფელ ზევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
მადონა წერედიანი, მესტია