ლატალის მკვიდრმა 15 დეკემბერს ლატალის თამარ მეფის სამრევლო სკოლას საკუთარი ბიბლიოთეკიდან წიგნები უსახსოვრა. ჩვენი თანამემამულე თბილისში ცხოვრობს. მან ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. როგორც თავად ამბობს, წინ კიდევ ბევრი საინტერესო იდეა აქვს განსახორციელებელი. ორმაგად დასაფასებელია ის ფაქტი, რომ მიუხედავად მკაცრი ზამთრისა, ქველმოქმედმა მოახერხა და ამ რთულ პირობებში თავად ჩამოიტანა წიგნები და გადასცა სამრევლო სკოლას. აღსანიშნავია, რომ ლიტერატურა საეკლესიო თემატიკაზეა. მისი სურვილია, მოზარდები, გარკვეულწილად, მოწყდნენ ინტერნეტსივრცის იმ ველს, საიდანაც მხოლოდ ნეგატიურ და მოზარდებისთვის არასასურველ ინფორმაციას იღებენ. ამ იდეის განსახორციელებას კვლავ აპირებს მსგავსი აქციებით. ქველმოქმედს სურს, საკუთარი სოფლის მოზარდი თაობის სულიერ და მორალურ ფორმირებაში თვისი წვლილი შეიტანოს. “svanetiinfo” წარმატებებს უსურვებს მას და მადლიერებას გამოხატავს კეთილგონივრული იდეის წამოწყებისთვის.
მადონა წერედიანი, მესტია