კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ძიუდოს გულშემატკივრებს: სოციალურ ქსელ facebook-ზე შექმნილ ჯგუფ “We Love Judo” ტრადიციულად წლის საუკეტესო ძიუდოისტი დაასახელა. წელს ეს პატივი წილად ხვდა ლენტეხელ ძიუდოისტს გოგონათა შორის ეთერ ლიპარტელიანს. svanetiinfo ულოცავს მას ამ წარმატებას:
“2016 წლის ივლისის თვეში გავხდი ევროპის ჩემპიონი კადეტებში. ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა ფინეთში, ქალაქ ვანტაში, სულ მომიწია ოთხი შეხვედრის ჩატარება და მოვიპოვე ჩემპიონის საგზური. ეხლა ვემზადები შეჯიბრში დიდებს შორის, უჯვე ჩავერთვე კიდევაც სამსადისში. ჩემი მიზანია, ლიცენზია მოვიპოვოთ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე, ასევე სურვილი და მიზანი მაქვს, გავხდე ჩემპიონიც!” – ამბობს სპორტსმენი svanetiinfo-სთან საუბარში.
ძიუდოს ფედერაციას ოფიციალურად წარედგინა პროექტი, რომელიც 2020 წელს ტოკიოში გუნდური შეჯიბრის დამატებას ითვალისწინებს. პროექტი შემდეგი სახისაა:
– გუნდურ პირველობაზე გათმაშდება ოქროს, ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი;
– შეჯიბრზე თითოეული ქვეყანა წარმოდგენილი იქნება 6 ძიუდოისტით – 3 ქალი და 3 მამაკაცი;
– შეხვედრას დაიწყებენ ქალები (-57, -70, +70 წონით კატეგორიებში) და დაასრულებენ მამაკაცები (-73, -90, +90 წ.კ). გამარჯვებული გახდება ის, ვინც მეტი შეხვედრის მოგებას ან მეტი ქულის აღებას მოახერხებს.
ნანი ბენდელიანი, ლენტეხი