18 თებერვალს, თელ-ავივის გრან სლემის ტურნირზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიგო და კიდევ ერთხელ ჩაიწერა საქართველოს სპორტის ისტორიაში, როგორც პირველი ძიუდოისტი ქალი საქართველოდან, რომელმაც გრან სლემზე საპრიზო ადგილი მოიპოვა. აქამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის შეჯიბრებებში ქართველ ძიუდოისტ ქალებს მედლები მხოლოდ გრან პრის რანგის შეჯიბრებებში ჰქონდათ მოპოვებული. Continue reading ეთერ ლიპარტელიანმა ისტორიული მედალი მოიპოვა