პირველად საქართველოში, ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად, თიბისიში უკვე შესაძლებელია 250 000 ლარამდე სესხით სარგებლობა ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველყოფის გარეშე. Continue reading თიბისი ბიზნესებს 250 000 ლარამდე სესხს სთავაზობს უზრუნველყოფის გარეშე [R]
Monthly Archives: September 2020
ხელოვანი ადამიანის თვალით დანახული ემიგრაცია
მიგრაციის პროცესი რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ შეაფერხა ეს ყველასთვის ცნობილია, ცალკე პრობლემაა საქართველოს რეგიონებიდან და სოფლებიდან დიდ ქალაქებში და განსაკუთრებით თბილისში მოსახლეობის მიგრაცია. გადავწყვიტე მიგრაციის მიზეზებზე და მისეულ გამოცდილებაზე ქვემო სვანეთში მცხოვრებ ერთ ხელოვანს გავსაუბრებოდი, რომელიც წლების განმავლობაში ევროპაში ცხოვრობდა. მის საუბარში ბევრი საინტერესო და საჭირბოროტო პრობლემა წამოტივტივდა, გთავაზობთ ამ მონოლოგის ნაწილს:
Continue reading ხელოვანი ადამიანის თვალით დანახული ემიგრაცია
ქვემო სვანეთში საჯარო სკოლა 48 ახალგაზრდამ დაამთავრა
ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბადრი ქარდავას ინფორმაციით, ქვემო სვანეთში 2019-2020 სასწ. წელს მე-12 კლასი დაამთავრა 48 მოსწავლემ. ოქროს მედალზე დაამთავრეს: დარეჯან ლიპარტელიანმა, თინა ლიპარტელიანმა, მარიამ ლიპარტელიანმა, ალექსი ქურასბედიანმა – (ლენტეხის N1 საჯარო სკოლა, დირ. ნატო ჯანხოთელი), დავით ტვილდიანმა, ვანო ტვილდიანმა – (რცხმელურის საჯარო სკოლა, დირ. ხათუნა ტვილდიანი), მარიამ აფაქიძემ – (ხელედის საჯარო სკოლა, დირ. მურადი ჩანქსელიანი), ვერცხლის მედალზე დაამთავრა ნათია ლიპარტელიანმა – (ლენტეხის N1 საჯარო სკოლა).
Continue reading ქვემო სვანეთში საჯარო სკოლა 48 ახალგაზრდამ დაამთავრა