ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბადრი ქარდავას ინფორმაციით, ქვემო სვანეთში 2019-2020 სასწ. წელს მე-12 კლასი დაამთავრა 48 მოსწავლემ. ოქროს მედალზე დაამთავრეს: დარეჯან ლიპარტელიანმა, თინა ლიპარტელიანმა, მარიამ ლიპარტელიანმა, ალექსი ქურასბედიანმა – (ლენტეხის N1 საჯარო სკოლა, დირ. ნატო ჯანხოთელი), დავით ტვილდიანმა, ვანო ტვილდიანმა – (რცხმელურის საჯარო სკოლა, დირ. ხათუნა ტვილდიანი), მარიამ აფაქიძემ – (ხელედის საჯარო სკოლა, დირ. მურადი ჩანქსელიანი), ვერცხლის მედალზე დაამთავრა ნათია ლიპარტელიანმა – (ლენტეხის N1 საჯარო სკოლა).
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა 37 აბიტურიენტმა და ისინი ჩაირიცხნენ ქვეყნის სხვავადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ეროვნული გამოცდების შედეგებით 100%-ანი გრანტის მიღების კანდიდატები გახდნენ: ალექსი ქურასბედიანი – ლენტეხის N1 საჯარო სკოლა და მარიამ აფაქიძე – ხელედის საჯარო სკოლა.
2020-2021 სასწავლო წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლას დაიწყებს 49 პირველკლასელი.