ილია ხაბულიანი ესპანეთის ჩემპიონია ძიუდოში

2 მარტს მადრიდში გამართულ შეჯიბრზე ახალგაზრდებს შორის 19 წლის ილია ვალერის ძე  ხაბულიანი ესპანეთის ჩემპიონი გახდა ძიუდოში 90კგ. წონით კატეგორიაში.

ილია ვალერის ძე ხაბულიანი დაიბადა 1999 წლის 11 ნოემბერს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში. მისი მშობლები ქვემო სვანეთის ჩოლურის თემიდან არიან: მამა –  სოფ. ფანაგიდან, დედა ხათუნა ქურდიანი – სოფ. ლეუშერიდან. მათ 1998 წელს საქართველოში შექმნეს ოჯახი და ესპანეთში 1999 წელს გადასახლდნენ.
Continue reading ილია ხაბულიანი ესპანეთის ჩემპიონია ძიუდოში

ლენტეხში მოსახლეობამ ჰესის პროექტის განხილვა ჩაშალა

გუშინ, 22 მარტს, დაბა ლენტეხში დაგეგმილი იყო “ხელედულა 3” ჰესის პროექტის საჯარო განხილვა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეების დიდმა ჯგუფმა გამართა საპროტესტო აქცია, შენობაში არავინ შეუშვა, რის გამოც განხილვა ჩაიშალა.
Continue reading ლენტეხში მოსახლეობამ ჰესის პროექტის განხილვა ჩაშალა

“ევროპული აზროვნება ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის აზროვნება მიმართულია სახელმწიფოს სიძლიერისადმი” – ზაზა წერეთელი, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი ესტონეთში

ტალინის კონფერენციაზე საშუალება გვქონდა რამდენიმე წუთიანი კომენტარი ჩაგვეწერა ესტონეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელთან ზაზა წერეთელთან. ის პროფესიით ექიმია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, მისი ოჯახი ტალინში ცხოვრობს, ბატონი ზაზა ამჟამად ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს უფროსი მრჩეველის თანამდებობაზე, მისი ვაჟი კი ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.
ბატონო ზაზა, ესტონეთში 10 წლის წინ ჩამობრძანდით და რას ამჩნევთ როგორ განვითარდა იგი მას შემდეგ, რამდენად იქონია გავლენა ევროკავშირში შესვლამ ? Continue reading “ევროპული აზროვნება ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის აზროვნება მიმართულია სახელმწიფოს სიძლიერისადმი” – ზაზა წერეთელი, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი ესტონეთში

ესტონეთში ქართული რადიო-გადაცემა არსებობს

ეს ახალგაზრდა კაცი გახლავთ ესტონეთში არსებული ქართული რადიო-გადაცემის “სამკვიდრო”-ს ავტორი და წამყვანი ალექსანდრე (ლექსო) ჩანადირი. გადაცემა “სამკვიდრო” ესტონეთის რუსულენოვანი საზოგადოებრივი რადიოს – Raadio 4-ის ეთერში გადაიცემა. ლექსო დიდი სიამოვნებით დათანხმდა ჩვენთან შეხვედრას და ინტერვიუს ჩაწერას:
მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ მოხვდით  ესტონეთში?
ესტონეთში 2011 წელს ჩამოვედი, ტარტუს უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, დავამთავრე მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობის განხრით, შემდეგ ტარტუს უნივერსიტეტშივე ვიმუშავე 4 წელი.
Continue reading ესტონეთში ქართული რადიო-გადაცემა არსებობს

“საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტებისათვის მუშაობის ძალიან ცუდი პირობებია” – გალინა პეტრიაშვილი

თებერვალში ტალინში, ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის” მიერ გამართული კონფერენციის პანელზე “ევროპა სახლიდან იწყება: განვითარებადი რეგიონული მედია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” საინტერესო დისკუსია გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ მედია-ექსპერტები: საქართველოდან – გალინა პეტრიაშვილი, უკრაინიდან – ანდრეი ევჩენკო, ესტონეთიდან – არტურ აუკონი (Aukon), ფინეთიდან – იარმო მეკელე (Jarmo Mäkelä).
Continue reading “საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტებისათვის მუშაობის ძალიან ცუდი პირობებია” – გალინა პეტრიაშვილი

თორნიკე გვიჭიანმა და ავთო მუკბანიანმა საქართველოს ღია პირველობა მოიგეს

3 მარტს თბილისში გაიმართა საქართველოს ღია პირველობა სამბოში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის. ახალგაზრდა სამბისტებს შორის თორნიკე გვიჭიანმა (74 კგ-მდე) და ავთო მუკბანიანმა (54 კგ-მდე) პირველი ადგილები მოიპოვეს და აპრილის შუა რიცხვებში ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც კვიპროსში გაიმართება. აღნიშნული მოჭიდავეები თბილისის სახელით გამოვიდნენ, რის მიზეზადაც ჩვენთან საუბარში თორნიკე გვიჭიანმა, დიდი გულისტკივილით, ლენტეხელი სპორტსმენების მიმართ “ხელმწიფებათა” უყურადღებობა დაასახელა.
Continue reading თორნიკე გვიჭიანმა და ავთო მუკბანიანმა საქართველოს ღია პირველობა მოიგეს

ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

მიმდინარე წლის 2 მარტს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა ევროპის ღია პირველობა სრულწლოვან ძიუდოისტებს შორის, რომელზეც ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 57კგ-მდე წონით კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ეს ეთერის პირველი წარმატებაა სრულწლოვან ძიუდოისტებს შორის, აქამდე ის მხოლოდ ახალგაზრდებს და იუნიორებს შორის ასპარეზობდა.  მან ფინალამდე ყველა მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა: Continue reading ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

“საქართველო უნდა იყოს მზად იმ მომენტისათვის როცა ევროკავშირი კარს გაუღებს” – განაცხადა ტალინის კონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ

8 თებერვალს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრი”-ს ორგანიზებით გაიმართა მე-6 ყოველწლიური კონფერენცია თემაზე “საერთო გამოწვევები, საერთო გადაწყვეტილებები: აღმოსავლეთ პარტნიორობის წარსული, აწმყო და მომავალი“.
Continue reading “საქართველო უნდა იყოს მზად იმ მომენტისათვის როცა ევროკავშირი კარს გაუღებს” – განაცხადა ტალინის კონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ