2 მარტს მადრიდში გამართულ შეჯიბრზე ახალგაზრდებს შორის 19 წლის ილია ვალერის ძე ხაბულიანი ესპანეთის ჩემპიონი გახდა ძიუდოში 90კგ. წონით კატეგორიაში.
ილია ვალერის ძე ხაბულიანი დაიბადა 1999 წლის 11 ნოემბერს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში. მისი მშობლები ქვემო სვანეთის ჩოლურის თემიდან არიან: მამა – სოფ. ფანაგიდან, დედა ხათუნა ქურდიანი – სოფ. ლეუშერიდან. მათ 1998 წელს საქართველოში შექმნეს ოჯახი და ესპანეთში 1999 წელს გადასახლდნენ.
ილიამ სკოლა ესპანეთში დაამთავრა. ის 11-12 წლის ასაკიდან აქტიურად ვარჯიშობს ძიუდოში. დღემდე მიღწეულ მის წარმატებებში ირიცხება ესპანეთის სამგზის ჩემპიონობა და კატალონიის საუკეთესო მოჭიდავის ტიტული. მიმდინარე წლის 1 მარტიდან ილია ატარებს ძიუდოს გაკვეთილებს ბარსელონაში ირაკლი ქურასბედიანის და ბერდია ლიპარტელიანის მიერ დაარსებულ სპორტულ დარბაზში “იბერია” და პარალელურად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა ილიამ იცის როგორც ქართული, ასევე სვანური ენები. ამ ეტაპისთვის ის არ გეგმავს საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლას, მაგრამ ყოველ წელს სტუმრობს მშობლიურ კუთხეს – სვანეთს.
გვანცა ქურასბედიანი.